საქმისადამი ერთგული და მოტივირებული ჩვენი მასწავლებლები შეესაბამებიან კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქვთ ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება.    

მასწავლებელთათვის დაწესებული ჩვენი მინიმალური მოთხოვნებია:

  • სრული უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია 
  • სერთიფიცირებული განათლება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების კვალიფიკაციით, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა CELTA ან ლონდონის „თრინითის“ კოლეჯის პროგრამა CertTESOL
  • მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება

თამარ მექოშვილი

მასწავლებელი

მე ვარ თამარი. ჩემი სწავლების ფილოსოფია ეფუძნება აღმზრდელობითი და ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც ყველა სტუდენტს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ აკადემიურად და პიროვნულად განვითარდეს. მაქვს მაგისტრის ხარისხი, CELTA, DELTA. ვცდილობ გაკვეთილები მოვარგო ინდივიდუალურ სწავლის სტილს. ჩემი მიზანია, რომ სტუდენტები იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები საგაკვეთილო პროცესში  და ჰქონდეთ ინტერაქცია. მიყვარს ლიტერატურა და ცურვა. ეს გამოცდილება საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას და ხშირად პოულობს გზას ჩემს სწავლებაში.

თამთა კოშკაძე

მასწავლებელი

მე ვარ თამთა. ყოველთვის მაინტერესებდა ენების შესწავლა, განსაკუთრებით კი ინგლისური ენა. ბაკალავრის ხარისხი მომენიჭა 2021 წელს. ამჟამად, ვსწავლობ განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2023 წელს ავიღე CELTA-ს სერტიფიკატი და  შევუერთდი ბრიტანეთის საბჭოს გუნდს. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბავშვებთან მუშაობა და მათი ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა. თავისუფალ დროს მიყვარს წიგნების კითხვა, ახალი ენების შესწავლა და ხატვა.

თინათინ დგებუაძე

მასწავლებელი

მე ვარ თინათინი CELTA სერტიფიცირებული მასწავლებელი. 2013 წლიდან ვარ საერთაშორისო  გამოცდების ზეპირი გამომცდელი. ბრიტანეთის საბჭოში ვასწავლი 2016 წლიდან. მაინტერესებს სწავლების ახალი მეთოდები. ჩემი გაკვეთილები არის მოსწავლეზე ორიენტირებული. ყოველთვის ვცდილობ სტუდენტებისთვის შევქმნა სასიამოვნო  და საინტერესო გარემო,  რომელიც დაეხმარება მათ ბუნებრივად ისწავლონ  საუბარი. მაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ვარ მეგობრული. თავისუფალ დროს მსიამოვნებს ოჯახთან ერთად ყოფნა და იოგა.

მაგდა ლერა

მასწავლებელი

მე ვარ მაგდა. ვასწავლი ინგლისურს 2019 წლიდან, ჯერ ბრაზილიაში, ახლა კი საქართველოში. მაქვს მაგისტრის ხარისხი და CELTA სერტიფიკატი. სიამოვნებით ვასწავლი ყველა ასაკის მოსწავლეს. ჩემი მიდგომა გულისხმობს სახალისო და სასიამოვნო გარემოს შექმნას, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ივარჯიშონ ინგლისურად, მიაღწიონ სასურველ პროგრესს  და თავდაჯერებულობას მათთვის სასიამოვნო გარემოში. თავისუფალ დროს  ვკითხულობ ან ქალაქს ვათვარიელებ. ასევე მიყვარს მეგობრებთან ურთიერთობა, ლაშქრობა და ცურვა.

მეჰდი საფავი

მასწავლებელი

მე ვარ მეჰდი კემბრიჯის სერთიფიცირებული მასწავლებელი. ვასწავლი  2002 წლიდან. ბრიტანეთის საბჭოში ვასწავლი IELTS-ის   მოსამზადებელ კურსებს, კორპორაციულ  და ზოგად ინგლისურს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ.  ჩემი დევიზია, რომ  გაკვეთილები უნდა იყოს სახალისო, რადგან თქვენ ვერ ისწავლით სრულყოფილად, თუ გამოცდილება სასიამოვნო არ არის. თავისუფალ დროს ვუთმობ ვებ დიზაინს, ჩემი  საგანმანათლებლო შინაარსის ვებგვერდების კეთებას. ასევე მიყვარს ჩემს პატარა ქალიშვილთან ერთად თამაში.

ნაზი ირიცპუხოვა

მასწავლებელი

მე მქვია ნაზი. ინგლისური ენის სწავლება დავიწყე 2013 წელს.  მაქვს CELTA  და TYLEC სერტიფიკატები.  მას შემდეგ ვასწავლი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს. ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებს დავეხმარო 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში, შევქმნა პოზიტიური და მეგობრული სასწავლო გარემო და ჩავრთო სტუდენტები ინტერაქტიულ აქტივობებში. ჩემთვის სწავლება არის ცოდნის, ინტერესებისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობა. თავისუფალ დროს მიყვარს ვარჯიში, მუსიკის მოსმენა და წიგნების კითხვა.

ნათია ხარძიანი

მოზარდების უფროსი მასწავლებელი

მე ვარ ნათია და ვასწავლი  2000 წლიდან. მაქვს მაგისტრის ხარისხი, CELTA,  TYLEC,  DELTA (1) სერტიფიკატები. მქონდა შესაძლებლობა მესწავლებინა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის . ყოველთვის ვცდილობ შევქმნა უსაფრთხო სასწავლო გარემო, რომელიც ხელს უწყობს უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიც არის შემოქმედებითობა, თანამშრომლობა და პატივისცემა. მიყვარს ოჯახთან ერთად ყოფნა, მებაღეობა და მოგზაურობა. ჩემს ცხოვრებაში წამყვანი პრინციპია: „თუ შეგიძლია რომ წარმოიდგინო,  შეგიძლია   გააკეთო კიდეც.’’ (უოლტ დისნეი)

ნინო ალხიძე

მასწავლებელი

მე ვარ ნინო. ინგლისურს ვასწავლი 2018 წლიდან. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მივიღე მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში. ასევე გავიარე რამდენიმე პროფესიული განვითარების სასწავლო კურსი, მათ შორის CELTA. 2016 წელს მივიღე ერასმუსის (Erasmus+) პროგრამის სტიპენდია და სასწავლებლად ესპანეთში გავენგზავრე, სადაც მქონდა შესაძლებლობა მესწავლებინა ინგლისური ენა ადგილობრივი სტუდენტებისთვის. თავისუფალ დროს მიყვარს მეგობრებთან ერთად სიარული, მოგზაურობა, და ახალი ენების შესწავლა.

ნინო ქანთარია

მასწავლებელი

მე ვარ ნინო. 2015  წლიდან  გავხდი ბრიტანეთის საბჭოს  გუნდის წევრი. მაქვს მაგისტრის ხარისხი ინგლისური ენის სწავლებაში. გავლილი მაქვს მრავალი პროფესიული განვითარების სასწავლო კურსი, მათ შორის CELTA და TYLEC. თავისუფალ დროს მიყვარს ოჯახთან ერთად დროის გატარება - ჩემი სამი შვილი ცხოვრებას მილამაზებს და მივსებს. მსიამოვნებს კატებზე ზრუნვა, რადგან რაღაც განსაკუთრებულია კატის სიყვარულსა და ერთგულებაში.

ნინო ჭკადუა

მასწავლებელი

მე ვარ ნინო. ინგლისურს ვასწავლი 1999 წლიდან. მაქვს უმაღლესი განათლება პედაგოგიკაში. ასევე  მაქვს CELTA, DELTA , TYLEC სერტიფიკატები. 2015 წლიდან ვარ  საერთაშორისო  კემბრიჯის გამოცდების ზეპირი გამომცდელი. განსაკუთრებით სიამოვნებით ვასწავლი ზოგად ინგლისურს ზრდასრულებს, განურჩევლად მათი ლინგვისტური კომპეტენციის და საჭიროებებისა. მე ვფიქრობ, რომ სწავლების დროს  სტუდენტებმა უნდა მიიღონ სიამოვნება სასწავლო პროცესით და მკაფიოდ დაინახონ პროგრესი და  შედეგები.