Aptis საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესების საჭიროება თქვენს ორგანიზაციაში. Aptis არის მოქნილი საერთაშორისო ტესტი, რომლის ჩატარების მეთოდი და ტესტის შინაარსი ადაპტირებადია ინდივიდუალური ორგანიზაციის პირობებსა და თანამშრომლებზე გათვლით:
- სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში Aptis ტესტი შეიძლება გამოიყენებოდეს ინგლისური ენის განვითარების პროექტის ფარგლებში. ტესტირება შეიძლება ინგლისური ენის სატრეინინგო პროგრამის დასაწყის, შუა და დამამთავრებელ ეტაპზე როგორც კანდიდატების პროგრესის განმსაზღვრელი საშუალება
- Aptis ტესტით შესაძლებელია განისაზღვროს სხვადასხვა ჯგუფებში დატრეინინგებისა და ინგლისური ენის უნარების განვითარების საჭიროება
- Aptis ტესტი ადაპტირდება ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით.
რატომ APTIS ტესტი?
- Aptis ტესტი შედგება გრამატიკისა და ლექსიკის სავალდებულო ნაწილს დამატებული ენის უნარებისგან (საუბარი, წერა, კითხვა და სმენა)
- შესაძლებელია ტესტის სტრუქტურის ადაპტირება ინდივიდუალური პროექტის საჭიროების შესაბამისად
- Aptis არის მოქნილი ტესტი, რომლის ჩატარებაც (დრო, ადგილი) შეიძლება დაიგეგმოს ორგანიზაციის საჭიროების შესაბამისად
- Aptis ამოწმებს ინგლისური ენის ცოდნას A1-დან C დონემდე
- Aptis ტესტი შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა მეთოდით - წერით, კომპიუტერისა და პლანშეტის საშუალებით.