Aptis მასწავლებლებისთვის

Aptis მასწავლებლებისთვის ზოგადი Aptis ტესტის ვარიანტია. ტესტი გამოიყენება განათლების სამინისტროებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებისა და სტუდენტების ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად მასწავლებელთა სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში. ტესტის აღნიშნული ვერსია შეიქმნა ექსკლუზიურად საგანმანათლებლო სექტორისთვის. ტესტი ინტეგრირებადია ადგილობრივ საგანმანათლებლო სისტემასთან და შეიძლება გამოიყენებოდეს მასწავლებელთა დონის და სატრეინინგო პროგრამის შემდეგ პროგრესის შესამოწმებლად. 

ტესტის აღნიშნული ვერსიის სტრუქტურა და ხანგრძლივობა იგივეა რაც ზოგადი Aptis ტესტისა. თუმცა, შინაარსი და თემატიკა მორგებულია კონკრეტულად მასწავლებელთა კონტექსტზე.

APTIS მასწავლებლებისთვის გამოიყენება:

  • სკოლაში მომუშავე ინგლისური ენის მასწავლებელთა ტესტირებისთვის მსოფლიოს მასშტაბით
  • სკოლაში მომუშავე სხვა საგნების მასწავლებელთა ტესტირებისთვის მსოფლიოს მასშტაბით
  • ინგლისური ენის მასწავლებელთა ტესტირებისათვის ფართო მასშტაბიანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში
  • სტუდენტების ტესტირებისთვის მასწავლებელთა საკვალიფიკაციო ან სხვა საუნივერსიტეტო პროგრამების ფარგლებში
  • სხვადასხვა სახის საგანმანათლებო პროგრამების ფარგლებში.