საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის?

თუ გსურთ ინგლისური ენის უნარების ზუსტი შეფასება

Aptis არის საერთაშორისო ტესტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია:

  • ინგლისური ენის გასაუმჯობესებელი პროგრამის ფარგლებში 
  • მასწავლებელთა და სტუდენტთა დატრეინინგებისა და ინგლისური ენის უნარების განვითარების საჭიროების განსაზღვრისთვის
  • აკადემიური წლის დასაწყისში, შუაში და დასასრულს ინგლისური ენის პროგრამის ეფექტურობის შესაფასებლად
  • ინგლისურ ენაში ტესტის კანდიდატების ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრისთვის.

BENEFITS:

  • Aptis ტესტის სტრუქტურა ითვალისწინებს ინდივიდუალური კანდიდატის საჭიროებას 
  • ამოწმებს ინგლისური ენის ოთხ უნარს (კითხვა, წერა, საუბარი, სმენა) ცალკე ან კომბინირებულად 
  • საუბრისა და წერის უნარები ფასდება ექპერტების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ შეფასების სიზუსტეს
  • ტესტი შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატით; უზრუნვლყოფილია სწრაფი შედეგები.

Aptis არის მოქნილი, გამჭვირვალე და ზუსტი ტესტი სტუდენტებისა და მასწავლებლების ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად.

ტესტის ქულათა სისტემა ეკვივალენტურია უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპულ ჩარჩოსთან, რაც შესაძლებელს ხდის, ტესტის შედეგებზე დაყრდნობით, ენის გასაუმჯობესებელი კურსების შემუშავებას.

Aptis ტესტი შეიძლება დაინერგოს სკოლაში, კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში როგორც ენის ცოდნოს შეფასების მექანიზმი (კურსის დაწყებამდე და კურსის დამთავრების შემდეგ პროგრესის დასადგენად) ენის ნებისმიერი მეთოდით სწავლებისას (ტრადიციული, ელექტრონული).

APTIS ტესტსის უპირატესობა თქვენი ორგანიზაციისთვის

  • შესაძლებელია ენის იმ უნარის არჩევა, რომლის შემოწმებაც ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია (წერა, კითხვა, სმენა ან საუბარი) 
  • ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით შესაძლებელია საერთო Aptis ტესტის ვერსიის შემუშავება 
  • შესაძლებელია ტესტის ფორმატის ადაპტირება თქვენი სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის 
  • Aptis ტესტი მოწმდება ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტების მიერ
  • მიიღებთ ტესტის  როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ შედეგებს.

რომელი საგანმანათლებლო ორგანიზაციები იყენებენ APTIS ტესტს?

Aptis ტესტს იყენებენ სამინისტროები, უნივერსიტეტები, საერთაშორისო,  კერძო და ენის სკოლები.

გარე ბმულები

Aptis გამოკვლევა: ორგანიზაცია ‘Punjab Education’