Aptis თინეიჯერებისთვის

მოსწავლეები, მსოფლიოს მასშტაბით, ადრეულ ასაკში იწყებენ ინგლისური ენის შესწავლას, რაც ზრდის მათი ტესტირების საჭიროებას. სკოლები და მშობლები ერთნაირად აცნობიერებენ, რომ ინგლისური ენის შესწავლა ადრეული ასაკიდან მოსწავლეების სამომავლო წარმატების საწინდარია.

რა ტიპის ტესტია APTIS თინეიჯერებისთვის? 

  • Aptis თინეიჯერებისთვის არის ბრიტანეთის საბჭოს მიერ ახლად შემუშავებული შეფასების სისტემა 
  • ტესტი გათვლილია 13 – 17 წლამდე მოსწავლეებზე
  • ტესტის შინაარსი მორგებულია თინეიჯერების ყოველდღიურ ცხოვრებას, როგორიცაა სოციალური მედია, საშინაო დავალება, სასკოლო ღონისძიებები, სპორტი. ტესტირებისადმი მსგავსი თანამედროვე მიდგომა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ბოლომდე გამომაჟღავნონ ენის ცოდნა და უნარები
  • ტესტი ინტეგრირებადია ადგილობრივ საგანმანათლებლო სისტემასთან, რაც მოსწავლეების ცოდნის დონის განსაზღვრის ეფექტურ საშუალებას იძლევა.

APTIS თინეიჯერებისთვის გამოიყენება

  • საშუალო სკოლების მიერ 
  • განათლების სამინისტროების მიერ მსოფლიოს მასშტაბით
  • ენის სკოლების მიერ
  • ორენოვანი სკოლების მიერ
  • კერძო მასწავლებლების მიერ

რა უპირატესობა აქვს ტესტს?

  • ტესტი შესაძლებელს ხდის მოსწავლეების დაჯგუფებას დონეების მიხედვით 
  • ტესტი ამოწმებს მოსწავლის მზაობას სასერთიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად
  • ტესტი ამოწმებს მოსწავლის საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მზაობას 
  • ტესტი ახდენს მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიკაციას, რაც მასწავლებლებს ეხმარება სწავლების სწორად წარმართვაში 
  • ტესტი შესაძლებელს ხდის შეფასდეს სასწავლო პროგრამის ეფექტურობა 
  • ტესტი ამოწმებს სტუდენტების პროგრესს სწავლების ხანგრძლივი დროის შესაბამისად

 შეფასების სისტემა

აღნიშნული ტესტის შეფასების სისტემა მოქნილია. ტესტის შედეგები ხელმისაწვდომია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.  

ტესტის თითოეული კომპონენტი ფასდება 0-50 ქულით, რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს მოსწავლეების შედეგები შეადარონ ერთმანეთს. ტესტის გადაბარების შემთხვევაში ქულათა აღნიშნული სისტემა პროგრესის განსაზღვრის საშუალებას იძლება. Aptis ტესტის ქულათა სისტემა ეკვივალენტურია უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) დონეებთან A1-დან C დონემდე. ტესტის ყველა კომპონენტის ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატი იღებს (CEFR) დონის საერთო შეფასებას.