რა ტიპის ტესტია Aptis?

APTIS ტესტის ადმინისტრირების სასურველი პირობა

  • ტესტს ადმინისტრირებას უწევს თქვენი ორგანიზაცია: ჩვენ გაწვდით ტესტის ჩასატარებლად საჭირო ინფორმაციასა და რესურსს და ტესტს თავად უძღვებით
  • ტესტს ადმინისტრირებას უწევს ბრიტანეთის საბჭო: თქვენი ორგანიზაციისთვის ტესტის ჩატარებას უზრუნველყოფს ბრიტანეთის საბჭო. 

APTIS ტესტის შედეგები

Aptis ტესტის თითოეული კომპონენტი ფასდება 0-50 ქულით, რაც კანდიდატების ზუსტად შეფასების საშუალებას იძლევა.

ხელმისაწვდომია როგორც ინდივიდუალური, ისე  ჯგუფური შედეგების ფურცელი.  

ტესტის ჩატარების მეთოდები

Aptis ტესტი ტარდება სხვადასხვა მეთოდით:

კომპიუტერული ტესტირება

Aptis ტესტის კომპიუტერული ვერსია ტესტირების ყველაზე მოქნილი მეთოდია:

  • ტესტი ტარდება თქვენს ორგანიზაციაში თქვენთვის სასურველ დროს
  • ტესტი იტვირთება კომპიუტერებსა და პლანშეტეზე
  • კანდიდატებმა სამუშაო დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძლება ჩააბარონ ტესტი
  • ტესტის ჩაბარება შეიძლება უინტერნეტოდ
  • შედეგები ხელმისაწვდომია სწრაფად
  • Aptis ტესტირების ხარჯთეფექტური მეთოდია.

წერითი ტესტირება

ტესტირების ტრადიციული წერითი მეთოდი ეფექტურია დიდი რაოდენობის კანდიდატების ტესტირების შემთხვევაში. თუმცა, ტესტის საუბრის ნაწილის ჩაბარება შესაძლებელია  მხოლოდ კომპიუტერის ან ტელეფონის საშუალებით. 

წერითი ტესტირების უპირატესობა: 

  • შესაძლებელია დიდი რაოდენობის კანდიდატების ტესტირება
  • ტესტს არ ჭირდება ტექნიკურად გამართვა
  • კანდიდატებს არ მოეთხოვებათ კომპიუტერულ უნარების ფლობა

ტელეფონით ტესტირება

ტესტირება შეიძლება ტელეფონის საშუალებითაც. ამ ტიპის ტესტირება:

  • მოსახერხებელია ტესტის ჩატარებისთვის შესაბამისი პირობების არქონის შემთხვევაში
  • მოსახერხებელი დროის თვალსაზრისით 
  • არ საჭიროებს ინტერნეტ კავშირს
  • ამოწმებს პრაქტიკულ უნარებს და ეფექტურია თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ტელეფონზე  საუბრისა და სმენის უნარების გაუმჯობესება. 

სწრაფი შედეგები და ხარჯთეფექტური

შედეგები ხემისაწვდომია ტესტის დასრულებიდან 48 საათში. საუბრისა და წერის ნაწილი მოწმდება ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტების მიერ.

ხარჯთეფექტურობა 

დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი პირობების შემოსათავაზებლად

Aptis ტესტი ხარჯთეფექტურია ორგანიზაციის ნებისმიერი მიზნისათვის, როგორიცაა თანამშრომელთა აყვანის პროცესი, არსებული პერსონალის ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრა:  

  • Aptis ტესტი ადაპტირებადია და მხოლოდ ორგანიზაციისთვის საჭირო ენის უნარის ტესტირების საშუალებას იძლევა
  • ტესტის მრავალვერსიიანი  პაკეტი  ფასდაკლების საშუალებას იძლევა
  • ხელმისაწვდომი ფასი ტესტის განმეორებით ჩატარების საშუალებას იძლევა.

ტესტირების მოქნილი სისტემა

  • Aptis შეიძლება ადაპტირდეს თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად. შესაძლებელია როგორც შინაარსის ადაპტირება სხვადასხვა სექტორის მიხედვით (მაგალითად, ბიზნესი, მოგზაურობა, ტურიზმი), ასევე ტესტის კომპონენტების შერჩევა.
  • საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ კონკურენტუნარიანობის და მაღალი რეპუტაციის შენარჩუნებაში

უსაფრთხოება და გამჭვირვალეობა

Aptis ტესტი არის ტესტირების ზუსტი და სანდო პლატფორმა.  

ტესტს მრავალი ვერსია აქვს, დავალებები მუდმივად განახლებადია, რაც გამორიცხავს ტესტის ერთი და იგივე ვარიანტის გამეორების შესაძლებლობას.  

ზუსტი და სანდო შედეგები

ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის ტესტირების 70 წლიანი გამოცდილება აქვს. 

ტესტის საუბრისა და წერის ნაწილი ფასდება ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტების მიერ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი ჩვენი გამოკვლევების შესახებ.

ტესტის თითოეული კომპონენტი ფასდება 0-50 ქულით. Aptis ტესტის ქულათა სისტემა ეკვივალენტურია უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) დონეებთან A1-დან C დონემდე. ტესტის ყველა კომპონენტის ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატი იღებს (CEFR) დონის საერთო შეფასებას.