რა არის Aptis?

    • Aptis ახდენს ინდივიდის ინგლისური ენის ცოდნის სანდო და ზუსტ შეფასებას, რაც დაგეხმარებათ თანამშრომლების აყვანაში, არსებული პერსონალის დატრეინინგებისა და ინგლისური ენის უნარების განვითარების საჭიროების დადგენაში
    • Aptis არის მოქნილი ტესტი, რომელიც სწრფად ადგენს კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის დონეს.
    • Aptis საშუალებით ზუსტად განსაზღვრავთ თქვენი პერსონალის ინგლისურის ცოდნის იმ უნარს, რომელიც რელევანტურია თქვენი ორგანიზაციისთვის.  

APTIS ტესტის სტრუქტურა

      • Aptis ტესტი შედგება გრამატიკისა და ლექსიკის ნაწილს დამატებული ენის უნარებისგან (საუბარი, წერა, კითხვა და სმენა). გრამატიკისა და ლექსიკის ნაწილი ტესტის სავალდებულო კომპონენტია, რომელსაც ემატება ენის ერთი ან მეტი კომპონენტი

      • ტესტი იწყება ზოგადი შეკითხვებით, დავალებები თანდათანობით რთულდება. ტესტის ყველა კომპონენტი აფასებს ინგლისური ენის ცოდნას A1-დან C დონემდე.

APTIS ტესტის შერჩევა

ტესტირებისთვის ორგანიზაციას შეუძლია აირჩიოს ან ყველა (საუბარი, წერა, კითხვა, სმენა), ან ის კომპონენტი, რომელიც უკეთ მიესადაგება ორგანიზაციის საჭიროებას.   

მაგალითად, კადრების მენეჯერებისთვის, მომხმარებელთან მომუშავე კადრების შერჩევისას, რელევანტური იქნებოდა Aptis ტესტის სმენისა და წერის კომპონენტის გამოყენება. ხოლო მასწავლებელთა შეფასებისას, რელევანტური იქნებოდა ტესტის ოთხივე კომპონენტიანი (საუბარი, წერა, სმენა და კითხვა) პაკეტის გამოყენება.

Aptis ტესტის სასურველი პაკეტის შესარჩევად დაგვიკავშირდით.

Aptis არის მოქნილი საერთაშორისო ტესტი, რომლის ჩატარების მეთოდი და ტესტი იდეალურია  ნებისმიერი ორგანიზაციის  პირობებისა და საჭიროებისთვის კადრების შერჩევა იქნება თუ პერსონალის გადამზადება

APTIS ტესტის ვარიანტები

ზოგადი APTIS ტესტი

Aptis ზოგადი ტესტი არის ტესტის ძირითადი ვარიანტი. ის შეიძლება ადაპტირდეს თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად. შესაძლებელია როგორც შინაარსის ადაპტირება სხვადასხვა სექტორის მიხედვით (მაგალითად, ბიზნესი, მოგზაურობა, ტურიზმი), ასევე ტესტის კომპონენტების შერჩევა.

APTIS უმაღლესი დონე

Aptis არის ტესტირების ინოვაციური სისტემა, რომელიც ზუსტად ამოწმებს ინგლისურის ცოდნას ენის ოთხივე უნარში (კითხვა, წერა, სმენა და საუბარი) უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს B1-C2 დონეებზე.  

APTIS მასწავლებლებისთვის

Aptis მასწავლებლებისთვის განკუთვნილია საგანმანათლებლო სფეროსთვის და გამიზნულია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. 

შეიტყვეთ მეტი.

APTIS თინეიჯერბისთვის

Aptis თინეიჯერებისთვის გამიზნულია 13-15 ასაკის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად. 

შეიტყვეთ მეტი.