©

Mat Wright

პროგრამა Selector PRO  მიზნად ისახავს ბრიტანული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას   მუსიკალური ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ  პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ტრენინგების, DJ სესიების და საუბრების ჩატარებას  როგორც მუსიკალური ღონისძიებების მენეჯერებისთვის და ფესტივალების პროდიუსერებისთვის ასევე იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუსიკაზე წერენ. უახლოეს მომავალში ვატარებთ ორ უმნიშვნელოვანეს ვორკშოპს. ესენია  ღონისძიებების მენეჯმენტის ტრენინგი და ტრენინგი კულტურის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. 

პროგრამის იდეა წარმოიშვა ბრიტანეთის საბჭოს  მუსიკალური რადიო პროგრამისგან „სელექტორი“, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული რეგულარულად გადაიცემა საქართველოში რადიო მწვანე ტალღაზე (FM 107.4). ამ რადიო პროგრამაში შესაძლებელია უახლესი ბრიტანული მუსიკალური მიმდინარეობების და მუსიკოსების ნაწარმოებების, მათთან ინტერვიუების და ცოცხლად შესრულებული მუსიკალური სესიების მოსმენა როგორც პირდაპირ ეთერში ისე ჩანაწერების და ინტერვიუების სახით. ეს მუსიკოსები ასრულებენ სხვადასხვა სტილის მუსიკას, როგორებიცაა ინდი, დაბსტეპი, ფოლკი, სოული, ელექტრო და ა.შ.

ღონისძიებათა მენეჯმენტის ტრენინგი

გთხოვთ გაეცნოთ ღონისძიებათა მენეჯმენტის ტრენინგის და ტრენერის შესახებ ინფორმაციას. ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის  6-8 თებერვალს თბილისში 10:00-დან 17:00 საათამდე. სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული. 

ღონისძიებათა მენეჯმენტის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ სარეგისტრაციო ფორმა და შევსების შემდეგ გაუგზავნოთ თათია გურგენიძეს, 22 იანვრის 23:00 საათამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება.

ტრენინგი კულტურის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისთვის

გთხოვთ გაეცნოთ კულტურის მენეჯმენტის ტრენინგის და ტრენერის შესახებ ინფორმაციას. ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის  8-10 თებერვალს თბილისში 10:00-დან 17:00 საათამდე. სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული. 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ სარეგისტრაციო ფორმა და შევსების შემდეგ გაუგზავნოთ თათია გურგენიძეს, 22 იანვრის 23:00 საათამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება.