By British Council in Georgia

19 ნოემბერი 2019 16:45

ბრიტანეთის საბჭო მაძლევს ინსპირაციასა და მოტივაციას, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები თითოეული მეცადინეობისას, ყოველ გაკვეთლზე. სწორედ ეს არის აქ ჩემი აქ დიდი ხნით დარჩენის მიზეზი! 

ნაზი ირიცპუხოვა საუბრობს რა გზა გაიარა მასწავლებლის ასისტენტობიდან მასწავლებლობამდე და პროფესიულ განვითარების საშუალებაზე.

ბრიტანეთის საბჭო საუკეთესო ადგილია პროფესიული განვითარებისთვის, ეს ფრაზა თავად ამბობს სათქმელს. ეს არის კომპეტენტური მასწავლებლებით დაკომპლექტებული ადგილი, რომლებიც იყენებენ ყოველ შესაძლებლობას, წაახალისონ სწავლა და მენეჯერებით, რომლებიც დროს უთმობენ მათი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფას.

ყოველთვის ძლიერი ენთუზიაზმით შეპყრობილი ვუყურებდი მასწავლებლობას, ვინაიდან ის არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური პროფესია. მასწავლებლობას საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, ინტერესები და იდეები. ბრიტანეთის საბჭოში მასწავლებლის ასისტენტობის პროგრამამ მომცა შესანიშნავი შესაძლებლობა, დავკვირვებოდი საუკეთესო მასწავლებლებს და ვყოფილიყავი მათ მიერ ჩატარებული მეცადინეობების ნაწილი. მიუხედავად ამისა, მივხვდი, რომ უფრო მეტი მინდოდა. როდესაც აკადემიურმა მენეჯერმა გამოაცხადა კონკურსი „CELTA-ს“ დაფინანსებაზე, დაუფიქრებლად გადავწყვიტე, გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა და, საბოლოოდ, გავიმარჯვე!

მეორე წელია, რაც მასწავლებელთა პროგრესიული განვითარების პროგრამაში ვიღებ მონაწილეობას. მენტორთა პროგრამა, ბრიტანეთის საბჭო საქართველოს მიერ უზრუნველყოფილი საერთაშორისოდ აღიარებული ინსტრუქტორების ჩატარებული შიდა სესიები და ტრენინგები, მაძლევს მოტივაციას, ვიმუშავო უფრო მეტი და ყოველდღიურად განვავითარო ჩემი უნარჩვევები, სწავლების შესანიშნავი სამყაროს შეცნობასთან ერთად. საკმაოდ იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ გასულ ზაფხულს დაფინანსებით გამევლო TYLEC-ის კურსი საქართველოში, რომელიც ჩატარდა ინგლისელი, ქართველი, რუმინელი და უკრაინელი ტრენერების მიერ! უახლოეს მომავალში ვგეგმავ, გავიარო DELTA-ს კურსი და გავხდე მასწავლებელთა ტრენერი.

ბრიტანეთის საბჭო მაძლევს ინსპირაციასა და მოტივაციას, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები თითოეული მეცადინეობისას, ყოველ გაკვეთლზე. სწორედ ეს არის აქ ჩემი აქ დიდი ხნით დარჩენის მიზეზი!

ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის შესახებ

ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი საქართველოში 2012 წელს ბრიტანეთის საბჭოს ოფისში გაიხსნა. მას შემდეგ, სასწავლო ცენტრი წარმატებით იყენებს სწავლების კომუნიკაციურ მეთოდს, რითაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მეტი თავდაჯერებულობით ისაუბრონ ინგლისურად და უპასუხონ საერთაშორისო გამოწვევებს. ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მთავარი მონაპოვარი მასწავლებელთა გუნდია, რომლებიც კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. საქართველოში მისი ფუნქციონირების მანძილზე, სასწავლო ცენტრმა უამრავ პროფესიონალს მოუყარა თავი და ყველანაირად ხელი შეუწყო მათ უწყვეტ წინსვლასა და კარიერულ განვითარებას.

დღეს ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი ორ ლოკაციაზე მუშაობს და კურსების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს როგორც კორპორაციულ სექტორს, ისე ინდივიდუალურ სტუდენტებს, როგორც ზრდასრულებს, ისე - ბავშვებსა და მოზარდებს. მიმდინარე აკადემიურ წელს, სასწავლო ცენტრმა ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების გამოყენება დაიწყო, განაახლა კურსის გეგმა, რის შედეგადაც სტუდენტებისთვის შესათავაზებელი კურსის ინტენსივობა და ცხრილი კიდევ უფრო მოქნილი გახდა.