By British Council Georgia

24 ოქტომბერი 2024 11:44

საუკეთესო ინგლისური მულტფილმები და ვიდეოები ენის სახალისო სწავლისთვის

მულტფილმები და ვიდეოები დღეს ხშირად საგანმანათლებლოა. ეს მათ ინგლისურის სასწავლო რესურსად აქცევს. ამბების მეშვეობით ენობრივი მასალა დარჩება ბავშვების გონებაში, გარდა ამისა, მათი ყურება შესაძლებელია განმეორებით.

გაეცანით საუკეთესო ინგლისურ მულტფილმებსა და ვიდეოებს, რათა გაუზიაროთ თქვენს ბავშვებს და გამოიყენოთ ისინი ენის შესწავლისთვის.

საუკეთესო მულტფილმები, რომლებიც დაეხმარებიან ბავშვებს ინგლისური ენის შესწავლაში

კარგი აზრია დაეხმაროთ თქვენს შვილს ინგლისურ ენაზე არსებული შოუების შერჩევაში. ჩართეთ და წაახალისეთ, გამოთქვან თავიანთი აზრი. თუმცა ყურადღებით უნდა შეარჩიოთ, რადგან ზოგიერთი მულტფილმი ბავშვს პასიურ მაყურებლად გადააქცევს. თუ თქვენი შვილი გადადის „ტელერეჟიმზე“, შეიძლება საბოლოოდ ვერაფერი ისწავლოს.

აი, რამდენიმე მულტფილმი, რომელსაც გირჩევდით.

  • ბრიტანეთის საბჭოს მიერ Kids' Stories მოიცავს სხვადასხვა მულტფილმების არჩევანს, ქვემოთ დაწერილი სიტყვებით, რათა ბავშვებმა კითხვაშიც ივარჯიშონ.
  • Super Simple TV აქვს შოუების მთელი რიგი აქტივობებით, რომლებიც თქვენს შვილებს მათთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს, როგორიცაა თამაშების გამოცნობა და კითხვები იმის შესახებ, თუ რა ხდება.
  • Peppa Pig მყარად ინარჩუნებს რჩეულის პოზიციას ძალიან ბევრი ბავშვისთვის. ის დატვირთულია ყოველდღიური ენობრივი მასალით, რომელსაც თქვენი შვილები იცნობენ და ძალიან საინტერესოა.
  • Learning Time with Timmy ვიდეოების კიდევ ერთი სერიაა, რომლის ავტორია ბრიტანეთის საბჭო და Aardman. ის აუცილებლად პოპულარული იქნება ბავშვებს შორის, განსაკუთრებით თუ მათ უკვე მოსწონთ Shaun the Sheep და Chicken Run.

ინგლისური მულტფილმების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება

მულტფილმების ყურება შვილთან ერთად აუცილებელია. რატომ? იმიტომ, რომ შეძლებთ ნებისმიერი არსებული ხშირად გამეორებული ფრაზის ამოცნობას და ათქმევინებთ მათ თქვენს შვილს მის საყვარელ პერსონაჟთან ერთად.

იხილეთ რამდენიმე ყველაზე პოპულარული ხშირად გამეორებული ფრაზა მულტფილმებიდან.

  • Elsa (Frozen): ‘Let it go.’
  • Buzz Lightyear (Toy Story): ‘To infinity and beyond.’
  • Fireman Sam: ‘Great fires of London!’
  • Chase (Paw Patrol): ‘Ready for action!’

ხშირად გამეორებულ ფრაზებთან ერთად თქვენი შვილი ისწავლის სიმღერებსაც, რომლებიც, როგორც წესი, ასევე სავსეა საინტერესო ენობრივი მასალით!

საუკეთესო სერიალები დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის

დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შეიძლება ერჩივნოთ სერიალები: like Fireman Sam. შეუძლიათ გამოიწერონ კიდევაც the Fireman Sam YouTube channel. სერიებში ძალიან ბევრი მოქმედებაა, თუმცა, ამბავზე თვალის დევნება ადვილია, რაც ბავშვებს გაართობს.

თუ გსურთ, თქვენმა შვილებმა უფრო მოკლე სერიალებით დაიწყონ, სცადეთ ბრიტანეთის საბჭოს გვერდი LearnEnglish Kids. ყველა ვიდეოს აქვს სამუშაო ფურცლები და თამაშები, რომ შეამოწმოთ, რამდენად კარგად გაიგეს თქვენმა შვილებმა ვიდეოები. არჩევანი ფართოა, ამიტომ შეგიძლიათ, საშუალება მისცეთ თქვენს შვილებს, გადაწყვიტონ და უფრო დამოუკიდებლად იგრძნონ თავი, რაც უფრო მოანდომებთ ინგლისური ვიდეოების ყურებას!

საუკეთესო სერიალები უფროსი ასაკის ბავშვებისთვის

თქვენი შვილები, რომლებიც საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან, აუცილებლად იპოვიან საინტერესო ვიდეოებს ვებსაიტზე LearnEnglish Teens. ასევე, შეგიძლიათ, წაახალისოთ ისინი, ნახონ ჩვენი Mini English Lessons. ისინი გასაკები, მოკლე, მხიარული და შესაფერისია თინეიჯერი ენის შემსწავლელებისთვის.

ვიდეოები იწვევს ახალგაზრდა მაყურებლების დაინტერესებას საინტერესო მოსაზრებებითა და მიმზიდველი თემებით. სინამდვილეში, თქვენი შვილები, სავარაუდოდ, დაიმახსოვრებენ რამდენიმე სასარგებლო ფრაზას, რომლებითაც სულ მალე თავისუფლად იმეტყველებენ. Ვინ იცის? იქნებ მოისურვონ კიდეც საკუთარი ინგლისური საუბრის ჩაწერა იმავე თემებიდან ზოგიერთის შესახებ. 

როგორ გამოვიწვიოთ ბავშვებში დაინტერესება ვლოგებით

ვიდეო ბლოგების (ვლოგების) ჩაწერა, შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს საუბრის პრაქტიკაში და გახადოს ისინი უფრო მეტად ჩართულნი თავიანთი ენის შესწავლაში. არ არის საჭირო, თქვენმა შვილებმა გამოაქვეყნონ თავიანთი ვლოგები, მაგრამ შეიძლება გაერთონ თავიანთი თავის ჩაწერით.

შესთავაზეთ, სცადონ ლაპარაკი თავიანთ საყვარელ ათ აქტივობაზე ან სიმღერაზე. მათ შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ იმაზე, რაც ისწავლეს და აჩვენონ ოჯახი და მეგობრები.

ბავშვებისთვის ინგლისურ ენაზე ვლოგების  გაცნობის ერთ-ერთი საშუალებაა პოპულარული ვლოგერების ყურება Ryan's Worldმაგალითად, არსებობს შესანიშნავი არხი, რეგულარულად განახლებული მასალით და 37 მილიონზე მეტი გამომწერით. რაიანი გაგართობთ როლური თამაშებით, სამეცნიერო ექსპერიმენტებით, მუსიკალური ვიდეოებით, გამოწვევებით, ხელნაკეთი ხელოვნებით და მრავალი სხვა ტიპის კონტენტით.

თქვენმა შვილებმა შეიძლება ასევე სიამოვნებით წარმოიდგინონ თავი ტელევიზიის ან ახალი ამბების წამყვანებად. თუ ეძებთ უფრო მეტ ფაქტობრივ შიგთავსს და ცოტაოდენ შთაგონებას მათი შოუებისთვის, აყურებინეთ ვიდეოები ვებსაიტზე Newsround. ეს არის სანდო წყარო BBC-დან, რომელიც წარმოგიდგენთ უახლეს ამბებს ასაკის შესაბამისი სახით.

საბოლოო აზრები

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია  ინგლისურ ენაზე ვიდეოების ყურება გადაუქციოთ ჩვევად, იქნება ეს გასართობად თუ ინფორმაციის მიღების მიზნით. შვილების დახმარება პროგრამების არჩევაში და მათთვის საინტერესოს პოვნაში ზოგჯერ დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ნამდვილად ღირს.  ყოველდღე დაუთმეთ გარკვეული დრო ტელევიზორის ყურებას ოჯახთან ერთად და შეამჩნევთ დიდ გაუმჯობესებას მათ ინგლისურ უნარებში.