ინტერაქტიული ონლაინ გაკვეთილები | პერსონალიზებული სასწავლო გეგმები | ექსპერტი პედაგოგები | დარეგისტრირდით დღეს
გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, შეარჩიეთ გაკვეთილის განრიგი და ისწავლეთ ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებლებთან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩართულ სტუდენტებთან ერთად. English Online შემუშავებულია პროფესიონალების მიერ, თქვენი ინგლისური ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად.
- დააფიქსირეთ პერსონალური საჭიროებები და დაისახეთ სასწავლო მიზნები.
- შეარჩიეთ თქვენი გაკვეთილების განრიგი და თვალყური ადევნეთ საკუთარ პროგრესს მსოფლიო დონის სასწავლო პლატფორმის გამოყენებით
- დაუკავშირდით ბრიტანეთის საბჭოს გამოცდილ პედაგოგებსა და სტუდენტებს გლობალურად 55 წუთიანი ონლაინ გაკვეთილების მიმდინარეობისას.
- შეაფასეთ მიღებული ცოდნა და მიიღეთ ბრიტანეთის საბჭოს კურსების წარმატებით დასრულების სერტიფიკატი, აღიარებული მსოფლიოს ყველა დამსაქმებლის მიერ.
დაიწყეთ 7 დღიანი უფასო საცდელი ვერსიით
შექმენით მოქნილი სასწავლო გრაფიკი, თქვენი ბიუჯეტისა და ცხოვრების წესის შესაბამისად. შეარჩიეთ გამოწერის გეგმა და დაიწყეთ დღესვე.
რას ისწავლით თქვენს ონლაინ კურსზე
English Online პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ დაისახოთ სასწავლო მიზნები და შეარჩიოთ ინგლისურის გაკვეთილები - საქმიანი ინგლისურიდან ყოველდღიური ინგლისურს ჩათვლით, შეგეძლებათ გაიუმჯობესოთ თქვენი გრამატიკა, საუბარი, გამოთქმა და სხვა.
შეისწავლეთ ჩვენი ინტერაქტიული პლატფორმის გამოყენებით და იმეცადინეთ გლობალურ საკლასო ოთახში, რომელშიც 10 სტუდენტია. თვალყური ადევნეთ თქვენს პროგრესს ტესტებისა და შეფასებების საშუალებით და მიიღეთ რჩევები და უკუკავშირი თქვენი მასწავლებლებისგან.
ჩვენი კურსები ყველაზე კარგად შეესაბამება საშუალო ან უფრო მაღალი ინგლისური ენის ცოდნის დონის სტუდენტებს. თუ არ ხართ დარწმუნებული რა დონეზე იცით ამჟამად ინგლისური, არ ინერვიულოთ. ინგლისური ენის დონის დასადგენად შეგიძლიათ გაიაროთ უფასო ტესტი English Online -ის დახმარებით.