რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები დამწყებთა კურსის შესახებ

„ბრიტანეთის საბჭოს კურსებზე მოხვედრამდე ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი. ორი თვის შემდეგ უკვე შემეძლო მეტყველება Elementary დონეზე. ძალიან მომწონს თქვენი სწავლების მეთოდოლოგია. კურსი არ არის გადატვირთული, იგი ძალიან ინფორმატიული და სახალისოა. მომწონს მასწავლებლების მიდგომა სწავლების და მოსწავლეების მიმართ. ნამდვილი პროფესიონალები არიან. დიდი მადლობა“ 

Beginner კურსის უფროსი ასაკის მოსწავლე, 2015

„ჩვენი მასწავლებელი ძალიან ენერგიული და ყურადღებიანია. ის ყოველთვის დეტალურად გვიხსნის თემას და ყველა საკითხს ბოლომდე ნათელს ხდის. ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით. ბევრი რამ ვისწავლე, ადვილად ვსწავლობ, არ ვიწყენ, რადგან მასწავლებელს ძალიან სახალისოდ მიჰყავს გაკვეთილები და ცდილობს, მთელი ჯგუფი ჩართოს მუშაობაში. არასდროს ტოვებს რაიმე დეტალს აუხსნელს ან გაურკვეველს. დიდი მადლობა ბრიტანეთის საბჭოს ასეთი ეფექტური კურსისთვის!“ 

Beginner კურსის უფროსი ასაკის მოსწავლე, 2015