ჩვენ გადავწყვიტეთ ვირტუალური საკლასო ოთახების გამოყენება 7-დან 17 წლამდე მოსწავლეებისთვის, რათა მათ შეძლონ ნგლისური ენის შესწავლა იმ პერიოდში, სანამ რეგულარული მეცადინეობები გადადებულია.

ვირტუალური მეცადინეობები შექმნილია იმისათვის, განავითაროს რეგულარული მეცადინეობის იდენტური უნარ-ჩვევები და პროგრესი. ისინი შეიცავს პირდაპირი რეჟიმის გაკვეთილებს მასწავლებელთან ერთად და გაკვეთილის შემდგომ დამოუკიდებლად შესასრულებელ ონლაინ აქტივობებს. ჩვენ ვიყენებთ ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრების ფართო ქსელის გამოცდილებას იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გავხადოთ რაც შეიძლება ეფექტური.

ჩვენ ასევე, რამდენადაც შესაძლებელია, ვცდილობთ, რომ ვირტუალური მეცადინეობები ჩატარდეს იგივე მასწავლებელთან, იგივე დროს, მოსწავლეების იგივე ჯგუფთან ერთად. 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ჩვენი გზამკვლევი მოსწავლისა და მშობლისთვის ვირტუალურ საკლასო ოთახებში (გამოგიგზავნით მოთხოვნისთანავე), სადაც გაეცნობით ქცევის წესებს და იმას, თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ვირტუალურ მეცადინეობას.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ბავშებმა ისწავლონ დაცულ და კომფორტულ გარემოში, აქედან გამომდინარე, ჩვენი პლატფორმა აერთიანებს იმ საჭირო მახასიათებლებს, რომლებიც იცავენ ონლაინ მყოფ მოსწავლეებს.  

ვიმედოვნებთ, მოსწავლეები ისიამოვნებენ თავიანთი ჯგუფის წევრებთან და ინგლისური ენის მასწავლებელთან მეცადინეობის გაგრძელებით სახლიდან გაუსვლელად - უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.