საგანმანათლებლო ჰაბები ანუ გაუმჯობესებული უნარები უკეთესი საზოგადოებისთვის არის სამწლიანი პროგრამა და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
პროგრამის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში და მაშ შორის საქართცელოში ხელი შეუწყოს თანმიმდევრული, სტაბილური და წარმატებული საზოგადოებების ჩამოყალიბებას, მოქნილობისა და სხვადასხვა უნარის განვითარებით და ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფით.
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ. იგი შემუშავავებულია და განახორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ, მისი პარტნიორების მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველ ქვეყანაში. პროგრამის ფარგლებში მოსწავლე გოგონებსა და ვაჟებს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლონ და ჩაერთონ საგანმანათლებლო ჰაბებში.
პროგრამის მიზნები მდგომარეობს შემდეგში:
ინგლისური ენის ხარისხიანად სწავლების გარდა, პროგრამა მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში და მათ თემებში ხელი შეუწყოს ტოლერანტობის, ურთიერთგაგებისა და დიალოგის მნიშვნელობის გააზრებას; განავითაროს კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და დებატების უნარი და ხელი შეუწყოს მათ კავშირს უფრო ფართო სამყაროსთან. მონაწილეებს შეეძლებათ ჩაერთონ განსხვავებული შეხედულებებით და მოსაზრებებით, კრიტიკულად გაანალიზონ სიტუაციები, გააცნობიერონ ალტერნატივები და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები.
ბრიტანეთის საბჭო ასევე იმუშავებს მასწავლებლებთან შერჩეულ თემებში და გამოიყენებს დიდი გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებასა და რესურსებს, რათა დაეხმაროს მათ თავდაჯერებულობის, უნარებისა და ცოდნის განვითარებაში. პროგრამა მათ უზრუნველყოფს განვითარების შესაძლებლობებით, განსაზღვრავს მათ საჭიროებებს და მოამზადებს, რომ შეძლონ თავიანთი კლასებში გამოიყენონ ინოვაციური სწავლების რესურსები და პრაქტიკა. შეიქმნება მასწავლებელთა აქტივობის ახალი ჯგუფები, რათა მასწავლებლებმა შეძლონ შეკრება ახალი იდეების, სწავლების პრაქტიკის და ადგილობრივი საჭიროებების განსახილველად. ბრიტანეთის საბჭო ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, გავლენა მოახდინონ გრძელვადიანი პოზიტიური ცვლილებზე და წვლილი შეიტანონ თავიანთი თემების ერთსულოვნებასა და კეთილდღეობაში.
ბრიტანეთის საბჭო ხელს შეუწყობს შერეულ თემებში მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლების თუ ლიდერების ჩართულობას, რათა ისინი ერთად შეიკრიბონ, გაეცნონ, განიხილონ და ერთად აღნიშნონ ის მიღწევები, რომლებიც საგანმანათლებლო ჰაბების და მის მიღმა მიიღწევა ცოდნის შეძენისა და განვითარების თვალსაზრისით.