შეიტყვეთ მეტი ონლაინ სწავლების თეორიასა და პრაქტიკაზე
რამდენადაც კოვიდ-19 პანდემიის გამო სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა, პედაგოგების უმრავლესობას ახალ რეალობასთან შეგუება და სწავლების სრულიად განსხვავებულ მოდელზე გადასვლა ძალიან სწრაფად მოუხდა.
ამ კურსის მიმდინარეობისას თქვენ გაეცნობით ონლაინ სწავლების როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ თავისებურებებს, მათ შორის, როგორ დაგეგმოთ ხელმოსაწვდომი და მოხერხებული ონლაინ გაკვეთილები და განახორციელოთ შეფასება, როგორია ონლაინ უსაფრთხოება, და როგორ დაამყაროთ ეფექტური ურთიერთობა მოსწავლეებთან. თქვენ გაიგებთ როგორ ჩართოთ აქტიურად ბავშვები ონლაინ სინქრონულ და ასინქრონულ სწავლებაში.
ყოველკვირეულად, თქვენ გაეცნობით ონლაინ სწავლების უმნიშვნელოვანეს ელემენტებს:
შინაარსიანი ინტერაქცია | როგორ უნდა შექმნათ ისეთი პირობები მოსწავლეებისთვის, რომ მათი ინტერაქცია იყოს შინაარსიანი და ერთად ისწავლონ ონლაინ. |
ჩართულობა, კონტენტი და დიფერენციაცია | როგორ მოარგოთ თქვენი ონლაინ სწავლება მოსწავლეების საჭიროებებს, გახადოთ გაკვეთილები ინკლუზიური და სახალისო. |
ვარჯიში, შეფასება და პროგრესი | როგორ დაეხმაროთ მოსწავლეებს განივითარონ საუბრის და წერის უნარები და შეფასების სხვადასხვა ხერხებით გააცნოთ მშობლებს ბავშვების აკადემიური მოსწრება. |
ეს კურსი განკუთვნილია ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან 5-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს ონლაინ გარემოში. ონლაინ სწავლების გამოცდილება არც თუ ისე ბუნებრივი და ჩვეულებრივი მდგომარეობაა. შესაბამისად ეს კურსი სასარგებლო იქნება როგორც გამოცდილი ისე ახალბედა პედაგოგებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კურსი ინგლისური ენის სწავლა-სწავლებას ეხება, მასში გამოყენებული გაკვეთილების დაგეგმვის ონლაინ პრინციპები თანაბრად სასარგებლო და საინტერესო იქნება სხვა საგნების პედაგოგებისთვისაც.