ინდივიდუალური მიდგომა

გაიუმჯობესეთ ინგლისური ენის უნარები ინტერაქციული გზით.  ჩვენი კურსები მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. ჩვენი პედაგოგები დაგეხმარებიან ენის შესწავლისას წარმატების მიღწევაში. ისინი შეასრულებენ ერთდროულად მრჩეველისა და ხელმძღვანელის ფუნქციას და დაგეხმარებიან გზის გაკვლევაში.

რა არის MyTutor?

MyTutor არის ინგლისურის გასაუმჯობესებლად შექმნილი სერვისი, რომლითაც მოგეცემათ 30 წუთიან ინდივიდუალურ გაკვეთილებზე დასწრების საშუალება ბრიტანეთის საბჭოს მიერ შერჩეულ ინგლისური ენის პედაგოგთან. MyTutor არის ეფექტური საშუალება გაიუმჯობესოთ საუბრის უნარ-ჩვევა ინგლისურად და წარმატებით მიაღწიოთ მიზნებს.

ჩვენი მაღალკვალიფიციური პედაგოგები შეადგენენ სასწავლო გეგმას, რომელიც ფოკუსირებული იქნება თქვენი მიზნების მიღწევაზე და როგორც მენტორები, შეგირჩევენ სწავლის შესაბამის ტემპსა და მიდგომას. გაკვეთილები დაგეხმარებათ მაქსიმალურად გაიუმჯობესოთ ინგლისურად საუბრის უნარ ჩვევა.

პერსონალიზირებული, მოქნილი სწავლა

ჩვენი ინდივიდუალური გაკვეთილები მთლიანად მორგებულია თქვენს საჭიროებებზე; აირჩიეთ თემა ან უნარი, რომლის გაუმჯობესებაც გნებავთ, ან გააკეთეთ არჩევანი თქვენი ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ, მიიღოთ ექსპერტის რეკომენდაციები. თითოეული გაკვეთილის შემდეგ კი პედაგოგი მოგაწვდით დეტალურ უკუკავშირს თქვენს   პროგრესზე.

დაგივკავშირდით დღის ნებიმისერ მონაკვეთში და კვირის ნებისმიერ დღეს - უქმეებისა და დღესასწაულების ჩათვლით.

დაიწყეთ

დაგჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერი, Google Chrome ბრაუზერი, კამერა, მიკროფონი და ინტერნეტ კავშირი.

პირველ გაკვეთილზე წვდომა გექნებათ სასწავლო გეგმაზე, რომელზეც იმუშავებთ თქვენს პედაგოგთან ერთად. შეგიძლიათ, დაჯავშნოთ შემდგომი 30 წუთიანი 3, 10 ან 20 სესიის პაკეტის შეძენით.

ისწავლეთ საუკეთესო მასწავლებლებთან

ჩვენს პედაგოგებს გააჩნიათ უნიკალური გამოცდილება იმის დასადგენად, თუ რომელი უნარის განვითარება გჭირდებათ წარმატების მისაღწევად. თითოეულ პედაგოგს გააჩნია საერთაშორისო კვალიფიკაცია და მუშაობის გამოცდილება პროფესიონალურ გარემოში სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, საბანკო, მარკეტინგი, გაყიდვები, ადამიანური რესურსები და სხვა.

შეგიძლიათ, გაიცნოთ ჩვენი პედაგოგები მოკლე ვიდეო პრეზენტაციებით,  რათა უკეთ გაიგოთ მათი პროფესიული კვალიფიკაციისა და განათლებისა შესახებ.

ჩვენი სისტემა დაგეხმარებათ, თვალი ადევნოთ საკუთარ პროგრესს და მიაღწიოთ მიზნებს.