რას ამბობენ ჩვენი ცენტრის მომხმარებლები ინგლისური ენის აკადე

„მას შემდეგ, რაც ჩემს უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორის ფუნქცია-მოვალეობები დამეკისრა, გავაცნობიერე, რომ ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება მესაჭიროებოდა და ამ მიზნით ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი ავირჩიე. ბრიტანეთის საბჭოს გამოცდილმა მასწავლებლებმა, თანამედროვე მეთოდოლოგიებმა და მეგობრულმა გარემომ სწავლის პროცესი არა მარტო სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც გახადა. ბრიტანეთის საბჭომ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერულ და ცხოვრებისეულ წინსვლაში. ამჟამად სამართლის სკოლაში სწავლის პროცესის ადმინისტრატორად ვმუშაობ. დიდი მადლობა ბრიტანეთის საბჭოს დახმარებისთვის, რაც მან ჩემს კარიერაში წარმატების მიღწევაში გამიწია!“რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები აკადემიური ინგლისურის ჩვენს კურსებზე

უფროსი ასაკის მოსწავლე, 2015

„სიამოვნებით გავიარე IELTS კურსი; ის არ იყო ზედმეტი დეტალებით გადატვირთული და ამავდროულად, ჩვენ მოგვეწოდა აუცილებელი ინფორმაცია გამოცდის ყველა კომპონენტის შესახებ. გამოცდის შედეგებმა (რომლებმაც ჩემს მოლოდინს გადააჭარბა) დაადასტურა, რომ თქვენი რჩევები ძალიან სასარგებლო იყო.“

IELTS-სთვის  მომზადების კურსი, უფროსი ასაკის მოსწავლე, 2015