Date
ოთხშაბათი 17 ივნისი 2020

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის.

ამ კვირაში ჩვენი დისკუსიის თემა იყო "როგორი იქნება ტრანსნაციონალური განათლების მომავალი (TNE)" 

რამდენადაც მოთხოვნა უმაღლეს განათლებაზე გლობალურად წინ უსწრებს მიწოდებას, უდავოდ აქტუალურია კითხვა: არსებული ვითარება დააჩქარებს თუ არა ტრანსნაციონალური განათლების ზრდას? მოდელების პირველი ტრანსფორმაცია გულისხმობს, რომ უმაღლესი განათლების მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებისა და პლატფორმების ფართო არჩევანით (აქ იგულისხმება დისტანციური სწავლების პროგრამები, სასწავლო პარტნიორობები, "დისტანციური" კამპუსები და მასიური ონლაინ კურსები Massive Open Online Courses‎ (MOOCs)). როგორი იქნება ტრანსნაციონალური განათლების გავრცელების გეოგრაფიული სურათი და მისი ზეგავლენა? როგორ იმოქმედებს მიმდინარე კრიზისი დისტანციური სწავლების მოთხოვნაზე?

ამ სესიაზე, სადაც ტრანსნაციონალური განათლების მომავალი განვიხილეთ, ჩვენი მომხსენებლები სესიის ბოლოს დასმულ კითხვებზეც პასუხობენ.

მომხსენებლების შესახებ

პროფესორი სერ სტივ სმითი  - მას მიენიჭა ბრიტანეთის საერთაშორისო განათლების სფეროს ჩემპიონის ტიტული "UK International Education Champion" იყო რა ექსეტერის უნივერსიტეტის პრო-ვიცე-კანცლერი და აღმასრულებელი დირექტორი 2002 წლიდან. სერ სტივ სმითი არის რასელ გრუფის ბორდის წევრი, ბრიტანეთის უნივერსიტეტების გაერთიანების თავმჯდომარე (UUK); ხელმძღვანელობს საერთაშორისო პოლიტიკის პროფესიულ ქსელს და არის  ბრიტანეთის უნივერსიტეტების გაერთიანების საერთაშორისო სტრატეგიულ მრჩეველთა ბორდის თავმჯდომარე; ორგანიზაციის  "Board member of the Heart of the South West Local Enterprise Partnership" ბორდის წევრი; ორგანიზაციის "Education and Employers Task Force" ნდობით აღჭურვილი პირი. 

პროფესორი ჯენიფერ უოთლინგი - ვიცე კანცლერი საერთაშორისო საკითხებში, Manchester Metropolitan University, სადაც იგი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი უნივერსიტეტში მუშაობს კოლეგებთან სხვადასხვა მიმართულებით: საერთაშორისო გარემოს გასაუმჯობესებლად, პარტნიორობებზე, სტუდენტთა მობილობაზე და გლობალურ პროფილზე. 

პროფესორი ჯონ ბრიუერი - აღმასრულებელი დირექტორი, The Northern Consortium (NCUK). მისი უნიკალური და მრავალმხრივი განათლებით ჯონი წარმატებით ართმევს თავს თავისი კონსორციუმის ამბიციურ გეგმებს და ამავდროულად საუკეთესო ხარისხის სერვისს თავაზობს როგორც პარტნიორებს, ისე სტუდენტებს. ჯონს სხვადასხვა დროს ბრიტანულ უნივერსიტეტებში ეჭირა ვიცე კანცლერის და პრო-ვიცე-კანცლერის თანამდებობები, ამასთან აქვს მდიდარი გამოცდილება კომერციის სფეროში.

დოქტორი ვაგა ქაზდალი - პრორექტორი აკადემიური მიმართულებით, ADA University (აზერბაიჯანი), სადაც მას სტრატეგიული ლიდერის როლი უჭირავს აკადემიური პროგრამების ეფექტურობის და ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით. ის ხელმძღვანელობს აკადემიური პოლიტიკის განვითარებას და უნივერსიტეტის ძირითადი მოთხოვნების შემუშავებას უცხოელი სტუდენტების მიღების მიზნით. 

მოდერატორი ქეით ჯოისი - უმაღლესი განათლების და მეცნიერების მიმართულების დირექტორი, ბრიტანეთის საბჭო.  ქეითი ხელმძღვანელობს გლობალური სტრატეგიის შემუშავებას, პარტიორებთან ურთიერთობას და უმაღლესი სასწავლებლების და მეცნიერების საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებას მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში.

კვირაში ერთხელ, ყოველკვირეულად უმაღლესი განათლების სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხთან და თემასთან დაკავშირებით. შემოგვიერთდით და შეიტყვეთ მეტი. ამ ვებინარებზე დასწრება უფასოა.