19 მაისს, მწერალთა სახლში ბრიტანული ლიტერატურის საღამოზე ქართველ მკითხველებს ორმა საინტერესო ბრიტანელმა ავტორმა - სარა ბოუერმა და ანთეა ნიკოლსონმა უმასპინძლა. ავტორებმა წაიკითხეს ნაწყვეტები საკუთარი ნაწარმოებებიდან და ისაუბრეს ლიტერატურაში ისტორიული მასალის გამოყენების მეთოდებზე, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.