ჩვენი მორიგი ონლაინ სესია "შემოქმედებითი ნაპარწკალი: გვესაუბრება ანტრეპრენერი" გაგაცნობთ წარმატებულ ატრეპრენერებს, რომლებიც გაგვიზიარებენ გამოცდილებას და საკუთარ მოსაზრებებს, ასევე უპასუხებენ დასმულ კითხვებს. სესიის თემაა: "ბიზნესში წარუმატებლობის სტიგმა".
სპიკერების შესახებ:
მაშო მარგიშვილი (დიზაინერი და ილუსტრატორი).
მაშო არის დიზაინერი და ილუსტრატორი თბილისიდან. 2013 წელს გრაფიკული დიზაინით დაინტერესებულმა ვიეტნამში, ჰანოიში ყოფნისას შემთხვევით აღმოაჩინა პარალელური სამყარო და მაშო ლენდი დაარქვა. ამ სამყაროს გასაზიარებლად იგი სხვადასხვა მედია საშუალებას იყენებს, ნახატებს, ილუსტრაციებს, კედლის მხატვრობას, ანიმაციებს, თამაშებს თუ გრაფიკულ დიზაინს, პრინტს და ა. შ.
ჰაიკ ასრიანციAsriyants (სტარტაპ ბიუროს დამაარსებელი).
ჰაიკი სტარტაპ ბიუროს დამაარსებელი და საქართველოში მეწარმეობის ეკოსისტემის გავლენიანი მხარდამჭერია. საქართველოში გადმოსვლამდე იგი სომხეთში აქტიურად უძღვებოდა სტარტაპების საკითხს, აწყობდა პირველ სათემო შეხვედრებს, ჰაკათონებს, ბიზნეს მოდელების კონკურსებს და სხვა სტარტაპ პროგრამებს. მან თავის სფეროში არა ერთი აღიარება მოიპოვა.
ირო ცაგარეიშვილი (ქართული პლატფორმის "Fundraiser.ge" და საწარმოს "Qoodi" თანადამაარსებელი).
ირო ქართული პლატფორმის "Fundraiser.ge" და საწარმოს "Qoodi" თანადამაარსებელია. ასევე ხელმძღვანელობს პრეაქსელერაციის პროგრამას. ირო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის საერთაშორისო გრანტების პროექტის მენეჯერია.