English4Employability

ორშაბათი 16 მარტი 2015 00:00ორშაბათი 30 მარტი 2015 00:00
SEE into the future

ბრიტანეთის საბჭო დიდ ბრიტანეთში მოქმედ ინგლისური ენის სკოლებთან თანამშრომლობით, იწყებს ინგლისური ენის კონკურსს სახელწოდებით SEE Into the Future – English4Employability(E4E). კონკურსი ხაზს უსვამს ინგლისურ ენის მნიშვნელობას, როგორც თანამედროვე მსოფლიოში უკეთ დასაქმებისთვის აუცილებელ  ერთ-ერთ ძირითად უნარს და სვამს კითხვას „რატომ გჭირდებათ ინგლისური დასაქმებისთვის?“ 

კონკურსი 15 ქვეყანაში გაიმართება 2015 წლის მარტის  თვეში.

კონკურსი „The SEE Into the Future“, რომელიც გახლავთ რეგიონალური ინიციატივა თავს მოუყრის ახალგაზრდებს, ლიდერებს უნივერსიტეტებიდან, ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლებს როგორც აღმოსავლეთი და სამხრეთი ევროპის, ისე ცენტრალური აზიის 15 ქვეყნიდან. მისი მიზანია საერთაშორისო დისკუსიებისა და დებატების საშუალებით მხარი დაუჭიროს დასაქმების, უნარ-ჩვევების და მეწარმეობის განვითარების სფეროში ეფექტური პოლიტიკის და პრაქტიკის დანერგვას. 

კონკურსს უმასპინძლებს ბრიტანეთის საბჭოს გლობალური პლატფორმა „LearnEnglish“, ხოლო მისი პოპულარიზაცია მოხდება „SEE Into the Future“ ვებ-გვერდის მეშვეობით.

თუ თქვენ ხართ 18 წლის ან უფრო მეტი ასაკის სტუდენტი ან ახალგაზრდა პროფესიონალი, გსურთ  გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა, ეწვიეთ ჩვენი კონკურსის ვებ-გვერდს  და მოიგეთ ინგლისური ენის ორკვირიანი კურსი დიდ ბრიტანეთში!