ბრიტანეთის საბჭო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვიწვევთ ინგლისური ენის მასწავლებლებს დარეგისტრირდნენ ინგლისურის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების სატრენინგო კურსზე.
ინგლისურის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების 22-საათიანი სატრენინგო კურსი არის პროფესიული განვითარების ონლაინ პროგრამა.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს აქტივობა უღიარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე პროფესიული განვითარების ვალდებულებების ნაწილში.
2023 წლის შემოდგომის კურსის ხანგრძლივობაა 6 კვირა. კურსის მონაწილეებს ახალი იდეების და მეთოდების პრაქტიკაში დანერგვასა და მათ შესახებ რეფლექსირებაში დახმარებას გაუწევენ ფასილიტატორები, ინგლისურის სწავლების ექსპერტები და კოლეგები ონლაინ საზოგადოების პლატფორმიდან.
პროგრამის კომპონენტებია:
- 3 თვით-შესწავლის მოდული (9 საათი)
- 6 ლაივ სესია მოდერატორთან და ფასილიტატორთან (6 საათი)
- 3 ფორუმ დისკუსია
- ელექტრონული პორტფოლიოსთვის რეფლექსიური ჟურნალების მომზადება და ატვირთვა
2023 წ. შემოდგომის კურსის თემებია:
- შესწავლილი მასალის შეფასების გააზრება
- შეფასების გამოყენება სწავლებასა და პროფესიულ პრაქტიკაში: შესწავლილი მასალის შეფასება
- ტესტებისთვის სწავლების გააზრება
შერჩევის კრიტერიუმები
- საქართველოს განათლების სისტემაში მომუშავე პედაგოგის საქართველოს მოქალაქეობა
- საბაზისო IT უნარები ონლაინ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად, საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის და აქტივობებში ჩართვისთვის
- ინგლისურის ცოდნის მინიმალური დონე-B1Minimum English level: B1
რეგისტრაციის ბოლო ვადა
2023წ. 1 ოქტომბერი, 23.59სთ საქართველოს დროით