ყურსასმენებიანი ახალგაზრდა ქალი მუშაობს ლეპტოპზე
Date
კვირა 21 იანვარი 2024 23:59
Additional information
რეგისტრაციის ბოლო ვადა

ბრიტანეთის საბჭო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვიწვევთ ინგლისური ენის მასწავლებლებს დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების (OTC) სატრენინგო კურსზე.

ინგლისურის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების 22-საათიანი სატრენინგო კურსი არის პროფესიული განვითარების ონლაინ პროგრამა.

2024 წლის გაზაფხულის კურსის ხანგრძლივობაა 7 კვირა – 2024წ. 5 თებერვლიდან 2024წ. 22 მარტის ჩათვლით. კურსის მონაწილეებს ახალი იდეების და მეთოდების პრაქტიკაში დანერგვასა და მათ შესახებ რეფლექსირებაში დახმარებას გაუწევენ ფასილიტატორები, ინგლისურის სწავლების ექსპერტები და კოლეგები ონლაინ საზოგადოების პლატფორმიდან.

პროგრამის კომპონენტებია:

  • 3 თვით შესწავლის მოდული (9 საათი)
  • 3 ვებინარი მოდერატორთან
  • 3 ლაივ სესია ფასილიტატორთან კოლეგების მონაწილეობით
  • 3 ფორუმ დისკუსია
  • 4 რეფლექსიური ჟურნალის მომზადება და ატვირთვა ელექტრონული პორტფოლიოსთვის

2024 წ. გაზაფხულის კურსის თემებია:

  1. როგორ სწავლობენ პატარები?
  2. თამაშები გამოყენება პატარებთან ინგლისურის სწავლების პროცესში
  3. სიმღერების, ლექსების და ჰანგების გამოყენება პატარებთან ინგლისურის სწავლების პროცესში

შერჩევის კრიტერიუმები

  • საქართველოს განათლების სისტემაში მომუშავე პედაგოგის საქართველოს მოქალაქეობა
  • საბაზისო IT უნარები ონლაინ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად, საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის და აქტივობებში ჩართვისთვის.
  • ინგლისურის ცოდნის მინიმალური დონე-B1Minimum English level: B1.

რეგისტრაცია

მასწავლებელთა ონლაინ პროგრამის ტრენინგზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ონლაინ ფორმა 2024წ. 21 იანვარს 23.59სთ-მდე საქართველოს დროით. მონაწილეობა თავისუფალია.

დარეგისტრირდით ახლა

გარე ბმულები