Date
ოთხშაბათი 06 მაისი 2020
16:0017:00
ადგილმდებარეობა
ვებინარი წარიმართება ინგლისურად

ჩვენი კამპანიის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ ვებინარს, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ რატომ არის მნიშვნელოვანი პროგრამირების და კერძოდ, კოდირების შესწავლა ბავშვებისთვის სამომავლოდ. თქვენ ასევე შეიტყობთ როგორ სწავლობენ ბავშვები მარტივად კოდირებას Make Code პლატფორმის გამოყენებით და რაც მთავარია სრულიად უფასოდ.

ვებინარის შემდეგ გაგიზიარებთ 13 ვიდეოს სახელმძღვანელოდ. მათში დეტალურად არის მითითებული პლატფორმის ფუნქციები და პარამეტრები, რომელთა საშუალებითაც მარტივად შეიძლება შექმნათ პირველი კოდირებული პროექტი. 

სპიკერების შესახებ

ქეითი ჰენრი ხელმძღვანელობს Micro:bit- ის საგანმანათლებლო ფონდის ჩრდილო ამერიკის განყოფილებას. ის არის ლიცენზირებული დირექტორი და სკოლაში ასწავლიდა  საბუნებისმეტყველო საგნებს (STEAM). თქვენ შეგიძლიათ მიწეროთ მას ტვიტერზე: @KatieHenryDays.

დრაგუნ შჩეკიჩი არის პედაგოგი 20 წლიანი გამოცდილებით, ასევე ტრენერი და კონსულტანტი. ამაჟამად ის არის სკოლის დირექტორი. იგი დაინტერესებულია კურიკულუმის რეფორმით, ძირითადი კომპეტენციებით და საინფორმაციო ტექნოლოგიებით განათლებაში. იგი მუშაობდა განათლების პოლიტიკის ინიციატივებსა და პროექტებზე მონტენეგროში, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონსა და ევროპაში. ამჟამად არის  ბრიტანეთის საბჭოს პროექტის "21-ე საუკუნის სკოლა" უფროსი ტრენერი და ჩართულია სკოლის ლიდერების ტრენინგებში.

ადე ჰოვასეპიანი არის ინგლისურის და განათლების პროექტების მენეჯერი ბრიტანეთის საბჭოში, სომხეთში. ადე არის ინგლისური ენის გამოცდილი ექსპერტი, ორგანიზაციის NILE სერტიფიცირებული ტრენერი და ბრიტანული ორგანიზაციის  CMI აკრედიტებული მენეჯერი. ბრიტანეთის საბჭოში მუშაობის 6 წლის განმავლობაში ადე უძღვება ინგლისურის და განათლების პროგრამებს, მათ შორის საგანმანათლებლო ჰაბებს და პროგრამირების უნარებს სახელმწიფო სკოლებისთვის, ასევე უმაღლესი განათლების სექტორის კვლევით საქმიანობას.