Kolga Tbilisi Photo 2014

ხუთშაბათი 01 მაისი 2014 00:00ხუთშაბათი 08 მაისი 2014 00:00
Tbilisi

ბრიტანეთის საბჭოს და „ქოლგა თბილისი ფოტო 2014“ -ის პარტნიორობა

1-8 მაისი 2014 წელი

ბრიტანეთის საბჭო  აქტიურად მონაწილეობს "ქოლგა თბილისი ფოტო 2014"-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში. "ქოლგა თბილისი ფოტო" მართავს გამოფენებს, ვორქშოფებს, სემინარებს, დისკუსიებსა და პორტფოლიოების განხილვებს. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტო ექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით მთელი მსოფლიოდან.

ჩვენ მოვიწვიეთ  ლორა ჰაინდი, რომლის პორტფოლიოს განხილვის გარდა იგი მონაწილეობას მიიღებს გამოფენაში ,,მხოლოდ ქალბატონები’’, რომელიც ზ. წერეთლის  მუზეუმში გაიხსნება 4 მაისს, ხოლო 2-3 მაისს ის  ჩაატარებს  ვორქშოფებს სტუდენტებისთვის. ვორქშოფის თემაა „გათავისუფლება - საკუთარი არსის წვდომა“.  მისამართი: გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8

 ლორა ჰაინდმა უნივერსიტეტი გრაფიკული ხელოვნებისა და დიზაინის სპეციალობით დაამთავრა და სანამ თავის საყვარელ საქმეს - ფოტოების გადაღებას შეუდგებოდა - კრეატიულ დიზაინერად და ფოტო რედაქტორად მუშაობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ  ფოტოგრაფიისს ფეროში მუშაობა დოკუმენტალისტიკის ჟანრიდან დაიწყო, ლორა ჰაინდის    “გათავისუფლება” (2011), რომელიც შეფასდა როგორც ,,ღრმა, პირადი შეხედულება იმის შესახებ თუ როგორ აღიქმებიან ქალები” დაიბეჭდა ისეთ გამოცემებში,  როგორებიცაა “British Journal of Photography”, “Firecracker”, “1000 Words” და “UncertainStates” და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიფინა. მისი ახალი ნამუშევარი - “ქალბატონიქოხში” (2014), რომელიც 2014 წლის ქოლგა თბილისი ფოტო ფესტივალიზე იქნება წარმოდგენილი  ტრანსფორმაციისა და ოჯახის ისტორიის კვლევაა და იგი, არაერთი ქვეყნის გამოცემაში დაიბეჭდა და გამოიფინა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში პორტუგალიასა და ინდოეთში.

ლორა ჰაინდი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს  მხატვრულ ფოტოგრაფიას და სარედაქციო საქმიანობას.   იგი რეგულარულად თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა Telegraph Magazine, New York Times, Wall StreetJ ournal, Stella დაIndependent Magazine. 

ლორა ჰაინდი  ბრიტანეთის მრავალი უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია.  ამჟამად  წერს მოთხრობას და, ამასთანავე, აქვეყნებს წიგნებსა და თავისი ნამუშევრების მულტიმედიურ ვარიანტებს. http://www.laurahynd.com/