ღია კონკურსი: ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობა“
სასწავლო ტური და პარტნიორობის პროგრამა პოლონეთში
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობა“ იწვევს კულტურის და კრეატიული ინდუსტრიების ორგანიზაციებს პარტნიორობის პროგრამაში და პოლონეთის სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად. 2016 წლის გაზაფხულზე, ექვსი შერჩეული ორგანიზაცია იმუშავებს ერთ-ერთ წინასწარ შერჩეულ პოლონურ ორგანიზაციასთან გრძელვადიანი კულტურული პარტნიორობისჩამოყალიბების მიზნით.
პროგრამა აანაზღაურებს სასწავლო ტურის საფასურს; ხოლო, შემდგომი თანამშრომლობის ხარჯები უნდა გაიღონ თავად პოლონეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილე ორგანიზაციებმა.
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები
აპლიკანტები შეიძლება იყვნენ: სახელმწიფო კულტურული ინსტიტუტები, კერძო და კომერციული კულტურული ოპერატორები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ კულტურის და კრეატიული ინდუსტრიის სფეროში.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთონ და ელექტრონულად შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
მეტი ინფორმაცია სასწავლო ტურის შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტში.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2015 წლის 7 დეკემბერი.
დაესწარით კითხვა-პასუხის ღონიძიებას საქართველოში
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ქვეყნის კოორდინატორი თითოეულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჩაატარებს შეხვედრას, სადაც წარმოდგენილი იქნება ექვსი პოლონელი პარტნიორის „ვირტუალური სასწავლო ტური“. აღნიშნული ღონისძიება საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს მეტი გაიგონ პოლონური ორგანიზაციების გეგმებსა და მომავალ აქტივობებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ:
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ვებგვერდს და ფეისბუქის გვერდს, ასევე პოლონეთის კულტურის ეროვნული ცენტრის ვებგვერდს.