Date
შაბათი 11 მარტი 2017 19:00კვირა 12 მარტი 2017 21:00
ადგილმდებარეობა
მარჯანიშვილის თეატრი, თბილისი

თანამედროვე ქორეოგრაფიული კომპანიის ქენდუკოს ორნაწილიანი წარმოდგენა გაიმართება 2017 წლის 11 და 12 მარტს მარჯანიშვილის თეატრში, თბილისში.  დასაწყისი: 19:00 სთ, ბილეთის ფასი: 20 ლარი (პარტერი), 15 ლარი (იარუსი).

ქენდუკო არის შეზღუდული  და შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონე მოცეკვავეების ჯგუფი, რომელიც გვთავაზობს ბრწყინვალე, სიღრმისეულ  შთაბეჭდილებებს, რითაც აღვივებს ჩვენს ინტერესს და აფართოებს  წარმოდგენას როგორც ხელოვნებაზე და ესთეტიკაზე, ასევე ადამიანის უნარებზე.  ქენდუკო, რომელიც თავისი აღიარებისა და პროგრესული საქმიანობის 25 წლისთავს აღნიშნავს, წარმოგვიდგენს თანამედროვე  ქორეოგრაფიის ორ შთამბეჭდავ ნიმუშს: „მზერა“ და „ჩართვა და გადართვა/გადართვა“.

ალეგზანდერ უაითლი სწრაფად გახდა ცნობილი თავისი გაბედული და ვირტუოზული ქორეოგრაფიის მეშვეობით. ქენდუკოს დაკვეთით მის მიერ შექმნილი „მზერა“ შთამბეჭდავი დუეტებით და სულის შემძვრელი ჯგუფური შესრულებით სრულდება გერმანელი კომპოზიტორის ნილს ფრამის და რუთგერ ზიდერველტის მიერ დამუშავებული მომაჯადოებელი მუსიკის ფონზე. წარმოდგენაში ქენდუკოს შვიდი მოცეკვავე იკვლევს სივრცის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს და შეზღუდვებს, რითაც დაგვაფიქრებს იმაზე თუ რას ვუმზერთ და რას ვხედავთ. 

„ჩართვა და გადართვა/გადართვა“ არის შესაძლებლობების კვლევა, სადაც მოცეკვავეები ქმნიან ტრიშა ბრაუნის შესანიშნავი ქორეოგრაფიული ნომრის ახალ ვერსიას. სპექტაკლის ორიგინალური ვერსიის პრემიერა შედგა 1983 წელს ნიუ-ორკის ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში. 2011 წელს ქენდუკომ ტრიშა ბრაუნის ქორეოგრაფიულ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხელახლა დადგა ეს სპექტაკლი - ეს იყო  თანამედროვე ქორეოგრაფიის ამ საკულტო ნიმუშის პირველი შესრულება ინკლუზიური კომპანიის მიერ.

თბილისში გამართულ წარმოდგენებთან ერთად ქენდუკოს ქორეოგრაფები ჩაატარებენ თანამედროვე ინკლუზიური ქორეოგრაფიის ვორკშოპს. ამ ვორკშოფებზე დასწრება თავისუფალია და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში განვათავსებთ.

ამას გარდა,  ქენდუკოს ქორეოგრაფები და მოცეკვავეები  მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სემინარში, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელოვნების შესაძლებლობებს და  გამოწვევებს საქართველოში.