Date
ოთხშაბათი 29 აპრილი 2020

კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის საპასუხოდ ბრიტანეთის საბჭომ  PlayUK ფესტივალი ხელოვნებისა და ტექნოლოგიიის ინტერაქციის ინოვაციურ ფესტივალად გარდაქმნა. უახლოეს თვეებში გთავაზობთ უფასო წვდომას ონლაინ კონტენტის არაჩვეულებრივ ნაკრებზე. PlayUK გადავიდა რა ფიზიკურიდან ონლაინ რეჟიმზე, მთავარი ყურადღება ეთმობა ბრიტანული კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიას.

PlayUK 2020 მოიცავს ხუთი ციფრული ღონისძიების სერიას ნებისმიერი მსურველისთვის ვისაც ბრიტანული ხელოვნება  და კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის პროფესიონალები აინტერესებს. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ შექმნილ ვიდეო კონტენტს, ასევე ყოველთვიურ ონლაინ სესიებს, რომლებშიც  მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც კომპიუტერული თამაშები და შემოქმედებითი ინდუსტრია აინტერესებს.

ჩვენი პირველი ლაივ სესიის სახელწოდება იყო "ინდი არტ მიმართულების მნიშვნელობა". ამ სესიაზე ლუ ნასიმენტომ გაგვაცნო  არტ დირექშენის შექმნის პროცესი ინდი (ინდივიდუალური) თამაშებისთვის - პიქსელარტის ნაწილის დასრულებისას. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანისგან შექმნილი გუნდი ქმნის არტ დირექშენს კონცეპტუალურ არტს თავისი მნიშვნელობა და მხატვრული ღირებულება გააჩნია. ვებინარში ვისაუბრებთ როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენს მიერ შექმნილი ხელოვნება და როგორ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს გუნდს სასაათო სარტყელის მიუხედავად.

ჩვენი PLAYUK-ის სპიკერი ლუ ნასიმენტო!

ლუ არის კომპანიის Bunnyhug Games თანადამფუძნებელი და არტ დირექტორი. საკუთარი კარიერის განმავლობაში იგი მუშაობს სხვადასხვა სიდიდისა თუ დატვირთვის პროექტებზე, როგორებიცაა: Wargroove, Timespinner და Assemble with Care. მას 2019 წელს მიღებული აქვს  ჯილდო ( Creative Impact award by MCV's WIG) მან შეძლო კომპიუტერულ თამაშებში საუკეთესოდ წარმოეჩინა პიქსელარტი და ილუსტრაციები.

ბრიტანეთს ჰყავს კომპიუტერული თამაშების საყოველთაოდ ცნობილი  დეველოპერები, რომელთაც ძირეულად შეცვალეს კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია. უნდა აღინიშნოს კოდირების სპეციალისტები, დიზაინერები, პროდიუსერები და მრავალი სხვა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით  ბრიტანეთის საბჭომ გადაწყვიტა Play UK 2020 პირისპირ გასამართი ღონისძიებებიდან გარდაექმნა ციფრულ ფესტივალად. სესიებს გაუძღვებიან წამყვანი ბრიტანელი ვიდეოთამაშების ხელოვანები და შემქმნელები. ეს ფესტივალი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც აინტერესებს სათამაშო ინდუსტრია თუ კომპიუტერული თამაშების თავისებურებების შესახებ ცოდნის და გამოცდილების  გაზიარება. აქ მოიაზრება წერა, არტი, ვიდეო და მრავალი სხვა.