Date
ოთხშაბათი 29 July 2020
20:0021:30
ადგილმდებარეობა
ონლაინ ღონისძიება

კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის საპასუხოდ ბრიტანეთის საბჭომ  PlayUK ფესტივალი ხელოვნებისა და ტექნოლოგიის ინტერაქციის ინოვაციურ ფესტივალად გარდაქმნა. უახლოეს თვეებში გთავაზობთ უფასო წვდომას ონლაინ კონტენტის არაჩვეულებრივ ნაკრებზე. PlayUK გადავიდა რა ფიზიკურიდან ონლაინ რეჟიმზე, მთავარი ყურადღება ეთმობა ბრიტანული კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიას.

PlayUK 2020 მოიცავს ხუთი ციფრული ღონისძიების სერიას ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც ბრიტანული ხელოვნება  და კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის პროფესიონალები აინტერესებს. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ შექმნილ ვიდეო კონტენტს, ასევე ყოველთვიურ ონლაინ სესიებს, რომლებშიც  მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც კომპიუტერული თამაშები და შემოქმედებითი ინდუსტრია აინტერესებს.

ჩვენი მორიგი ლაივ სესიის სახელწოდებაა: "საუკეთესო ფიჩინგი - პრაქტიკული რჩევები ინდი თამაშების შემქმნელებისთვის".  ამ სესიაზე ალასთერ ჰებსონი დამსწრეებს აუხსნის როგორ გაყიდონ საკუთარი თამაში - დაარწმუნონ გამომცემლები  შეძენაში ან მოიპოვონ პროექტისთვის დაფინანსება. ინდი პროექტების ფიჩინგი ამ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით ხშირად ვიდეო კონფერენციების საშუალებით ხორციელდება და საკმაოდ ძნელია. სწორედ ამიტომ ჩვენი სესია მიზნად ისახავს ინდი პროექტების გუნდებს მისცეს პრაქტიკული და სტრატეგიული რჩევები როგორ აარიდონ თავი ფიჩინგის დროს დაშვებულ სტანდარტულ შეცდომებს და საკუთარი პროექტები ეფექტურად წარმოადგინონ. 

გაიცანით ჩვენი PLAYUK სპიკერი ალასთერ ჰებსონი

ალასთერი ორგანიზაციის SUPERHOT სპეციალურ პროექტებს ხელმძღვანელობს. როგორც მისი თანამდებობა გულისხმობს მას საკმაოდ მრავალმხრივი და მრავალფეროვანი მოვალეობები აკისრია ბიზნესის მიმართლებით საკუთარ გუნდში. ადრე მას თავისი მიკრო სტუდია ჰქონდა, ახორციელებდა თამაშების მიწოდებას და დიდ დროს უთმობდა ფიჩინგ პროექტებს. ერთ დროს თამაშების დიზაინსაც ქმნიდა ფრანჩიზული გარიგებებით ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Horizon Zero Dawn, Killzone და GTA. 

ბრიტანეთს ჰყავს კომპიუტერული თამაშების საყოველთაოდ ცნობილი  დეველოპერები, რომელთაც ძირეულად შეცვალეს კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია. უნდა აღინიშნოს კოდირების სპეციალისტები, დიზაინერები, პროდიუსერები და მრავალი სხვა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით ბრიტანეთის საბჭომ გადაწყვიტა Play UK 2020 პირისპირ გასამართი ღონისძიებებიდან გარდაექმნა ციფრულ ფესტივალად. სესიებს გაუძღვებიან წამყვანი ბრიტანელი ვიდეოთამაშების ხელოვანები და შემქმნელები. ეს ფესტივალი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც აინტერესებს სათამაშო ინდუსტრია თუ კომპიუტერული თამაშების თავისებურებების შესახებ ცოდნის და გამოცდილების  გაზიარება. აქ მოიაზრება წერა, არტი, ვიდეო და მრავალი სხვა.