ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ჩვენ ვაწყობთ დიალოგების სერიას უმაღლესი განათლებაში, რომლებიც დაგეხმარებათ დაუკავშირდეთ კოლეგებს მთელი მსოფლიოდან და გაუზიაროთ გამოცდილება
Covid-19-მა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია უნივერსიტეტებზე მთელს მსოფლიოში. უმაღლეს სასწავლებლებს მოუწიათ სასწრაფო რეაგირება პანდემიის მიერ შექმნილ გამოწვევებზე, სწავლება ონლაინ რეჟიმში გადაეტანათ. ამ სიახლეს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სტუდენტებისა თუ პედაგოგების მხრიდან. უამრავი კითხვა დაისვა უნივერსიტეტების მზადყოფნასა და სურვილზე მოეხდინათ ადაპტირება ამ გამოწვევებით აღსავსე დროს.
შეცვლის ეს ყოველივე უნივერსიტეტების როლს უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ვიყოთ მზად მომავალი, კონკურენტუნარიანი უნივერსიტეტებისთვის და იმისთვის, რომ გავამართლოთ მომავალი სტუდენტების და დამსაქმებლების მოლოდინები? ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ ონლაინ სესიაზე, დამსწრეებს კი სესიის ბოლოს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები.
სესიის მომხსენებლები იყვნენ:
- პროფესორი როდერიკ უოტკინსი, ანგლია რუსკინ უნივერსიტეტის ვიცე კანცლერი
- პროფეროსი იუსუფ ბარანი. იზმირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი
- სემ ბერტონი, ლონდონის უნივერსიტეტის განათლების, ინოვაციების და განვითარების დირექტორი