ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და სამხრეთ კავკასიის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, ისრაელის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი მიზანია ერთმანეთს გავუზიაროთ როგორ პასუხობს უმაღლესი განათლების სექტორი კოვიდ-19-ის გამოწვევებს.
პირველი დიალოგი გაიმართა 7 მაისს, თბილისის დროით 17.00 საათზე. დიალოგებში მონაწილეობდნენ უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლები.
მომხსენებლები:
- საიმონ გაი, ლანკასტერის უნივერსიტეტის ვიცეკანცლერი
- რაზია ისაევა, აზერბაიჯანის ხაზარის უნივერსიტეტის, განვითარების სფეროს დირექტორი.
- რომა შულიკი, უკრაინის ოსტროს აკადემია.
- დოქტორი ივანა კრაინკანიჩი, ლონდონის საუთ ბენკ უნივერსიტეტის ლექტორი
სესიის განმავლობაში მომხსენებლები თავიანთი უნივერსიტეტის გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს. მთავარი ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიის ეფექტურ გამოყენებას იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც დადგნენ სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და ზოგადად უნივერსიტეტები. ასევე მოიყვანეს კონკრეტული მაგალითები რა იყო ეფექტური ან ნაკლებ ეფექტური; განიხილავეს სამომავლო გეგმებიც ამ დისტანციური სწავლების მიმართულებით.
სესიის ბოლოს მომხსენებლებმა მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს.