მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ბრიტანეთის საბჭო გაერთიანებული სამეფოს სავიზო და საემიგრაციო სამსახურთან თანამშრომლობითაწყობს ვებინარს.
ეს სესია საინტერესო იქნება საგანმანათლებლო სააგენტოებისთვის, ან ცალკეული აგენტებისთვის, ვინც სტუდენტებს ეხმარება გაერთიანებული სამეფოს სტუდენტური ვიზის ან სწავლის დასრულების შემდგომ მომდევნო ორი წლით ე.წ. ‘Graduate Route’ ვიზის აღებაში.
ვებინარი სრულიად უფასოა და განკუთვნილია აზერბაიჯანში, ალბანეთში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, თურქეთში, ისრაელში, კოსოვოში, მონტენეგროში, საქართველოში, სერბეთში, სომხეთში, უზბეკეთში ყაზახეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული საგანმანათლებლო სააგენტოებისა და შესაბამისი საქმიანობით დაკავებული ინდივიდუალური პირებისთვის.
ვებინარის ხანგრძლივობაა 45 წუთი, სესიის ბოლოს დაგეგმილი კითხვა-პასუხის ჩათვლით.
თარიღი: ხუთშაბათი, 26 მაისი, 2022
დრო: 12.00 GMT (საქართველოს დროით 15.00სთ)
მომხსენებელი: შირინ ნაბი, რეგიონალური კომუნიკაციების მენეჯერი