მილიონობით სტუდენტისთვის ყოველწლიურად მათი აკადემიური ინგლისურის შეფასება (ტესტერება) წარმოადგენს საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს. სწორედ ამიტომ ბრიტანეთის საბჭომ ორგანიზება გაუწია უფასო ონლაინ კონფერენციას, რომელიც გამიზნული იყო პროფესიონალებისათვის უმაღლესი განათლების სექტორში, მათთვის ვინც დაინტერესებულია ინგლისური ენის შეფასების სფეროში ახალი ტენდენციებითა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით მსოფლიო მასშტაბით.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია ინგლისური ენის შეფასების მსოფლიოში პოპულარული ტენდენციების შესახებ. თითოეულ პრაქტიკულ პრეზენტაციას მოჰყვა ექსპერტთა დისკუსია განხილულ თემებზე. კონფერენციის ბოლო ნაწილი დაეთმო „კითხვა-პასუხის" სესიას, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო დამატებითი საკითხების განხილვა.
შეიტყვეთ მეტი ენის შეფასების ექსპერტებზე, რომლებმაც გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება კონფერენციის მსვლელობისას.