თუ გსურთ შეიტყოთ მეტი ბრიტანული მუსიკის, ფილმების ან ფოტოგრაფიის შესახებ, ჩვენ უამრავი მასალა გვაქვს გასაზიარებლად. დაათვალიერეთ ეს განყოფილება და შეარჩიეთ, რა უფრო გაინტერესებთ.

თუ გსურთ, ჩვენთან იყოთ დაკავშირებული და დაუკავშირდეთ სხვებსაც, შემოგვიერთდით Facebook გვედზე,  გამოგვყევით Twitter-ზე და ასევე Instagram არხზე.

თეატრი თქვენს სახლში #TheatreHD

სახლში ყოფნისას გთავაზობთ საუკეთესო თეატრალურ წარმოდგენებს ბრიტანეთის და მსოფლიოს სხვა პოპულარული თეატრებიდან. ნახეთ ლონდონის ნაციონალური თეატრის, შექსპირის გლობუსის, მეტროპოლიტენ ოპერას და დიდი თეატრის სპექტაკლების ჩანაწერები ონლაინ.

დაათვალიერეთ დავით აღმაშენებლის ეპოქის უნიკალური მონეტა ონლაინ

გთავაზობთ საქართველოს ისტორიაში უდიდესი მეფის – დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის ონლაინ გამოფენას. პლატფორმა შეიქმნა დიდი ბრიტანეთი/საქართველოს 2019 სეზონის ფარგლებში.

გაეცანით ბრიტანულ კულტურას ვიდეოებით

შეიტყვეთ მეტი ბრიტანული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ ჩვენი მოკლე ვიდეობით. ჩვენ მიერ შექმნილი ონლაინპლატფორმა The English Channel გთავაზობთ მრავალ ფილმს, მუსიკასა და ცხოვრებისეულ ვიდეოებს, რომლებიც კარგად არის შერწყმული ინგლისური ენის გასაუმჯობესებელ ინტერაქტიულ აქტივობებთან.

ეწვიეთ ონლაინ გამოფენას

"თითქმის იქ” არის ჩვენი უახლესი ონლაინგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია ქართველი, თურქი, უკრაინელი და ბრიტანელი ხელოვანების ნამუშევრები. ეწვიეთ გამოფენას და დაფიქრდით იმაზე, რას ნიშნავს, იყო ადამიანი თანამედროვე სამყაროში.

უსმინეთ უახლეს ბრიტანულ მუსიკას

ჩვენი ყოველკვირეული ონლაინ რადიო პროგრამა სელექტორი გთავაზობთ უახლეს ბრიტანულ მუსიკას. შოუ ხელმისაწვდომია ონლაინ, შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ უფასოდ მოუსმინოთ ნებისმიერ ეპიზოდს როგორც ლაივ რეჟიმში, ისე ადრეულს.

შექმენით საკუთარი მუსიკა

მუსიკა ყველას გვაერთიანებს, სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით Mix the City - ციფრული პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წამოსული მუსიკა შეაჯეროთ და საკუთარი სიმღერა შექმნათ. 

დაათვალიერეთ ბრიტანეთის საბჭოს კოლექცია

ბრიტანეთის საბჭოს კოლექცია მოიცავს მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებს, რომელთა შორის არიან: ჰენრი მური, ბარბარა ჰეპვორთი, ბრიჯიტ რილი, ჯილბერტი და ჯორჯი, ანიშ კაპური, მონა ჰატუმი, დამიენ ჰირსტი და მრავალი სხვა.