By British Council Georgia

23 ოქტომბერი 2024 09:00

მუსიკა არის ძლიერი ინსტრუმენტი ინგლისური ენის შესასწავლად. კვლევების თანახმად, სიმღერას შეუძლია გამოთქმის, გრამატიკული უნარებისა და ენის ზოგადი დონის გაუმჯობესება. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ სიმღერა თქვენს შვილ(ებ)თან ერთად ყოველთვის სახალისოა და ყველა თქვენგანს გაძლევთ მიზეზს, იცეკვოთ!

სახლში თუ მოგზაურობისას, ეს ინგლისური სიმღერები დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება  ენის ათვისებაში და ისინი შვილთან საერთო მოგენებებითაც დაგაკავშირებთ.

ეს ნამდვილად სასიამოვნოა არა? გაავარჯიშეთ თქვენი ხმის იოგები (და ლექსიკონი) და გააგრძელეთ კითხვა.

სახლში ერთად სამღერი სიმღერები

ეს ორივე სიმღერა სახალისოა და ადვილად შეუთავსებთ სახლის ყოველდღიურ რუტინას.

Hello Hello

გახადეთ მუსიკა და ინგლისური თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი ამ 'Hello Hello'. სიმღერით. სიმღერას აქვს მხიარული რიტმი და ადვილად შესასრულებელი ტექსტი, ხოლო ვიდეოს პერსონაჟების მოქმედებებს კი დააკვირდით და გაიმეორეთ.  შეგიძლიათ იმღეროთდილით ან როცა ბავშვები სკოლიდან სახლში დაბრუნდებიან.

როდესაც თქვენი პატარა ისწავლის ‘Hello Hello’ სიმღერის სიტყვებს, ნახეთ ‘Hello’ ვიდეო, რომელშიც არის მისალმებები, როგორიცაა ‘How are you?’ და შესაძლო პასუხები. ამ სიმღერას შეუძლია გაუუმჯობესოს თქვენს შვილს ინგლისურ ენაზე ტექსტის გაგების უნარი და გახადოს ისინი თავდაჯერებული ინგლისურად საუბრისას.

Clean up

სახლის დალაგება შესაძლოა არ იყოს სასიამოვნო პროცესი, მაგრამ მუსიკით შეგიძლიათ სახალისოდ აქციოთ და  ამავდროულად, ინგლისურშიც ივარჯიშოთ.

ეს 'Clean up' სიმღერა არის ნათელი, მოიცავს მითითებებს და განმეორებადია, ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ ერთად იმღერონ. სიმღერა გამოიყვენება როგორც ერთგვარი სიგნალი ნივთების დასალაგებლად. დამატებითი უპირატესობა ის არის, რომ ეს ძალიან სახალისოა და ვერც კი იგრძნობთ როგორ დასრულდება თამაშის დრო.

სახელების და ფერების სიმღერები

ეს სიმღერები შესანიშნავია თქვენი შვილის ლექსიკის გასამდიდრებლად.

ცხოველები

'Old McDonald had a farm' კლასიკაა და ამას თავისი მიზეზი აქვს — ის ძალიან ადვილი დასამახსოვრებელია და ბავშვებს საგულიანებს იმღერონ. სტრუქტურა მარტივი ამოსაცნობია და სიმღერაზე აყოლა ადვილია. ასევე მომენტებში ბავშვებს და თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები ცხოველებზე.

შეგიძლიათ, ჰკითხოთ დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებს, რომელი ცხოველების შესახებ სურთ სიმღერა. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ თემა. მაგალითად, შეგიძლიათ, იმღეროთ ცხოველებზე მსოფლიოს გარკვეული კუთხეებიდან, ცხოველებზე, რომელთა სახელებიც იწყება კონკრეტულ ასოზე ან თუნდაც რომელიმე ფერის ცხოველებზე.

ფერები

'I see something blue' მხოლოდ ერთ-ერთი სიმღერაა იმ მრავალთაგან, რომლითაც შეიძლება ფერების სწავლა ინგლისურად. სიმღერით ბავშვები მღერიან „I see something blue“-ს და უნდა გაჩვენონ მათ გარშემო არსებული ლურჯი საგნები ეს აქტივობა ძალიან ეფექტურია, რადგან ხელს უწყობს ენის შესწავლას კონტექსტიდან გამომდინარე. ბავშვებს უბრალოდ არ ეუბნებიან ახალ სიტყვას, მათ აძლევენ ნივთებს, რომლებთანაც ეს სიტყვა ასოცირდება და ასე უფრო ღრმად გაიგებენ რას ნიშნავს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სიმღერის საკუთარი ვერსია შექმნათ და ლურჯი სხვა ფერებით შეცვალოთ.

როდესაც ბავშვები ცალკეულ ფერებში დაოსტატდებიან, სცადეთ 'I can sing a rainbow' სიმღერა ყველა ფერის შესაჯამებლად. შემდეგ არის რამდენიმე აქტივობა მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად.

სიმღერები დათვლაზე

დაეხმარეთ ბავშვებს ისწავლონ თვლა ამ სიმღერებით.

Five Little Ducks and Monkeys

'Five little ducks' ხუთი იხვის ჭუჭულისა და მათი დედის ამბავს გვიყვება. სიმღერის ტექსტში მოცემულია უკუთვლა ხუთიდან ნულამდე, რადგან თითოეული იხვის ჭუჭული დედასთან დაბრუნებამდე გარემოს აკვირდება.

როგორც „Five little ducks’, 'Five little monkeys' ყვება ხუთი მეტიჩარა მაიმუნის შესახებ, რომლებიც სათითაოდ ვარდებიან საწოლიდან. ბავშვები იმიტირებენ თითოეული მაიმუნის თავის დარტყმას და განასახიერებენ ბრაზიან ექიმს, რომელიც აფრთხილებს: „No more monkeys jumping on the bed!“

Once I caught a fish alive

'1,2,3,4,5, once I caught a fish alive' სიცოცხლით სავსე სიმღერაა, რომელიც ეხმარება ბავშვებს, ისწავლონ ხუთიდან ათამდე დათვლა. მათ შეუძლიათ თითებზე დაითვალონ სიმღერის დროს, რაც იდეალურია კოგნიტიური და ფიზიკური უნარების დასაკავშირებლად.

Hickory dickory dock

'Hickory dickory dock' არის უკვდავი საბავშვო რითმა, რომელიც ბავშვებს ინგლისურად თვლის შესწავლაში ეხმარება ეს შეიძლება იყოს კარგი მეთოდი პატარებისთვის საათის ცნობის შესასწავლად. როდესაც თქვენი შვილი სიმღერას გაეცნობა, გადადით 'Hickory dickory crash'-ზე, სადაც ერთზე მეტი თაგვი აირბენს საათზე.

ალტერნატიულად, სთხოვეთ ბავშვებს, მოიფიქრონ სასურველი ცხოველები, სიმღერაში ჩასართავად - მაგალითად, 'Hickory dickory dock, the iguana ran up the clock!'

სიმღერები საცეკვაო მოძრაობებით

დაამატეთ მოქმედებები ამ სიმღერებს და გახადეთ ენა უფრო დასამახსოვრებელი.

If you’re happy and you know it

'If you're happy and you know it' ხალისიანი და მოძრავი სიმღერაა, რომელიც ამღერებს და ამოძრავებს ბავშვებს (და ზრდასრულებს). ეს სიმღერა უბიძგებს პატარებს, დაუკრან ტაში, აბაკუნონ ფეხები და შეასრულონ სხვა მოძრაობები და, ამავე დროს, მთელი მონდომებით იმღერონ ინგლისურად.

Heads, shoulders, knees and toes

'Heads, shoulders, knees and toes' ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიაა, რომელიც აადვილებს სხეულის ნაწილების დასწავლას ინგლისურად. ბავშვები ეხებიან თავიანთი სხეულის ნაწილებს სიმღერის დროს, რაც ეხმარებათ სხეულის სხვადასხვა ნაწილის დასახელებების დამახსოვრებაში. თუ განსაკუთრებულად ენერგიულად გრძნობენ თავს, სცადეთ „ცხოველების აერობიკის გაკვეთილის“ ვერსია, რომელიც ჩქარდება სიმღერის თითოეულ ჯერზე.

The wheels on the bus

'The wheels on the bus' საშუალებას აძლევს ბავშვებს, აითვისონ ტრანსპორტის თემის გარკვეული ლექსიკა და შეასრულონ გარკვეული მოქმედებები სიმღერის პარალელურად. ბავშვები ხელებით ბორბლების ტრიალს განასახიერებენ, თუ ავტობუსში ამავალ და ჩამომავალ სხვადასხვა ტიპის ადამიანს — ეს სიმღერა ყოველთვის მათი რჩეულია.

Incy wincy spider

'Incy wincy spider' საბავშვო რითმაა, რომლის დროსაც შეგიძლიათ, სიმღერასთან ერთად გამოიყენოთ ხელები და იმოძრაოთ, როგორც ობობამ, რომელიც წყლის მილზე მიცოცავს. ეს სიმღერა უფრო მრავალფეროვან ლექსიკას სთავაზობს ინგლისურის შემსწავლელ ბავშვებს და ხელს უწყობს კუნთოვანი მასის მოტორულ განვითარებას.

ანბანი და გრამატიკული სიმღერები

ამ სიმღერებით თქვენი ბავშვი მალე ისწავლის ინგლისურ ანბანს და გრამატიკის რამდენიმე გამოსადეგ წესს.

ანბანი

ამ 'ანბანის სიმღერას' აქვს ცოცხალი რიტმი და მშვენიერი ანიმაცია. იგი ნელა მიყვება ანბანს და ბავშვებს ასოების დალაგებაში ეხმარება. ასევე, ის აჩვენებს თითოეული ასოს მაგალითს და მოიცავს სათამაშო აქტივობებს ბავშვებისთვის მოსმენის შემდეგ შესასრულებლად.

გრამატიკა სიმღერებში

ეს სიმღერები ყურადღებას ამახვილებს გრამატიკულ სტრუქტურებზე და კარგი საშუალებაა გამოთქმის გასაუმჯობესებლად. თითოეული სიმღერა ფოკუსირებულია კონკრეტულ მოვლენაზე (დაბადების დღის წვეულება, საოჯახო ფოტო, თვითმფრინავი) და აქვს კითხვა-პასუხის სტრუქტურა, რათა ბავშვები დაელოდონ და ამღერდნენ გარკვეულ მომენტებში.

ნახეთ მეტი სიმღერა LearnEnglish Kids-ზე

ეს სიმღერები ინგლისურის შემსწავლელი პატარებისთვის შესანიშნავი საშუალებაა ენის სწავლის პროცესი უფრო ხალისიანი და მელოდიური გახადოთ! თქვენი ინგლისურენოვანი მუსიკალური ბიბლიოთეკის გასამდიდრებლად დაათვალიერეთ ყველა სიმღერა LearnEnglish Kids-დან.