By British Council Georgia

24 ოქტომბერი 2024 13:51

ჩართეთ თქვენი შვილი ინგლისური ენის სწავლის პროცესში სახალისო დრამატული აქტივობებით

დრამა შესანიშნავი გზაა თქვენი დაწყებითი სკოლის ბავშვების აღფრთოვანებისთვის ენის შესწავლით. ეს აღვივებს მათ წარმოსახვას და შეიძლება იქცეს მათი რუტინის სახალისო ცვლილებად, რადგანაც შეუძლიათ, გაეცნონ სცენების მრვალფეროვნებას, დაწყებული სუპერმარკეტიდან, დამთავრებული ფანტასტიკური სამყაროთი.

ამ ბლოგში გავეცნობით, როგორ შეიძლება ინგლისურად თეატრის გამოყენებამ განავითაროს თქვენი შვილების სალაპარაკო და სმენითი უნარები და მეტი შინაარსი შესძინოს ენას.

მოთელვა

პიესების იდეა შეიძლება დამთრგუნველი იყოს ზოგიერთი ბავშვისთვის. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ჰოლივუდის ვარსკვლავების გამოზრდას ხომ არ ვცდილობთ! კარგი მოთელვითი აქტივობა უფრო კომფორტულად აგრძნობინებს თავს ბავშვებს (და მშობლებს) და გაააქტიურებს ყველას, ამავე დროს, ვერ იგრძნობენ წნეხს იმის გამო, რომ საჭიროა, იყვნენ კრეატიულები.

თავიდან ეს იდეები შეიძლება მოსინჯოთ.

  • Clapping games
    მოთამაშეები სხედან წრეში (ან ერთმანეთის პირისპირ, თუ მხოლოდ ორი ხართ). პირველი მოთამაშე ტაშს უკრავს რიტმულად, რომელიც მომდევნო მოთამაშემ უნდა გაიმეოროს. თამაშის გასართულებლათ შეგიძლიათ დათვლაც სცადოთ.
  • 'Keep fit' ქმედებები 
    ეს ტაშის თამაშის მსგავსია, მაგრამ მთელი სხეული ერთვება. პირველი მოთამაშე აკეთებს დიდ მოძრაობას ხელებითა და ფეხებით (მაგ., მიაღწია ჭერს ან აკეთებს ვარსკვლავურ ნახტომს), რომელიც სხვა მოთამაშეებმა უნდა გადმოიღონ.
  • Warm-up dances
    Beat by Beat Press მოიცავს აქტივობების ფართო დიაპაზონს, მათ შორის, ერთ-ერთს, რომელსაც ეწოდება Shake it off. ამ აქტივობაში მოთამაშეებმა უნდა იქნიონ ხელ-ფეხი თანმიმდევრულად, მუსიკის რიტმში. 

თუ პიესებით დაკავდებით უფროს ბავშვებთან ერთად, შეგიძლიათ, სცადოთ ეს ჯგუფური აქტივობები ბრიტანეთის საბჭოს ავტორობით. მათი შესრულება შესაძლებელია თუნდაც მხოლოდ სამიდან ხუთამდე ადამიანის მონაწილეობით.

იმპროვიზაცია

როლური თამაშების იმპროვიზაციით თქვენ და თქვენი შვილები შეძლებთ, სცადოთ, გახდეთ სხვა ადამიანები და გაიცნოთ გამოგონილი სამყაროები. ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, არ შებოჭოთ თქვენი შვილი. მაგალითად, თუ ის იტყვის, რომ შემოვიდა ლურჯი სპილო, ესე იგი, ის შემოვიდა. თუმცა კარგი იქნება თუ ასარჩევად რამდენიმე სცენა გექნებათ (მაგალითად, ქაღალდის ფურცელი ქუდში) იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვებს ვერაფერი მოაფიქრდათ. აი, რამდენიმე მაგალითი:

  • თხილამურებით სრიალის/სერფინგის შესწავლა
  • საძერწი თიხის ბორბლის გამოყენება
  • მეგობრისთვის თქვენი ახალი ფანტასტიკური შინაური დრაკონის ან ვეფხვის გაცნობა
  • მეგობრისთვის თქვენი მდიდრული სახლის ან სასახლის დათვალიერებინება
  • ინგლისურის გაკვეთილის ჩატარება — მასწავლებელი თქვენი შვილია.

იმპროვიზაციის სცენარებისთვის კიდევ უფრო მეტი იდეა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ThoughtCo და, თუ შთაგონება გჭირდებათ, შეგიძლიათ მოიძიოთ ასობით იდეა.

რატომაც არ უნდა გადააქციოთ თქვენი როლური თამაშები ნამდვილ ღონისძიებად? ბრიტანეთის საბჭოს აქვს თეატრის მოსაწვევების ხელით შექმნის აქტივობა, ასე რომ, შეგიძლიათ, სთხოვოთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს, მოვიდნენ, როგორც ნამდვილ წარმოდგენაზე.

Yes, no, please, banana

ამ თამაშში თქვენ და თქვენმა შვილმა უნდა შექმნათ 30-წამიანი სცენა მხოლოდ შემდეგი სიტყვების გამოყენებით: ‘yes’, ‘no’, ‘please’ და ‘banana’. წაახალისეთ ბავშვები, გამოიყენონ ინტონაციებისა და სახის გამომეტყველების დიაპაზონი — წარმოდგენა, თუნდაც სრულიად აბსურდული, დამაჯერებელი უნდა იყოს. გასაოცარია, რამხელა შემოქმედებითობა შეიძლება გამოავლინონ ბავშვებმა ამ თამაშით. უბრალოდ, გადახედეთ ამ რამდენიმე საყვარელ მაგალითს Yes, no, please, banana performances YouTube-ზე.

თუ გსურთ მეტი ენობრივი მასალის გამოყენება, შეგიძლიათ გაიმეოროთ თქვენ მიერ შექმნილი სცენა მეტი დიალოგით. მაგალითად, გადადით ფრაზიდან:

'Banana?'
'Yes. Banana.' 

ფრაზაზე:

'Is that a banana?'
'Yes, it’s a banana. Do you have a problem with that?'

თქვენი შვილი დაიწყებს ფიქრს, როგორ გამოხატოს სახის მიმიკებით მნიშვნელობა, ასევე, ივარჯიშებს უფრო რთულ ინგლისურ ფრაზებში.

The questions game (Игра с въпроси)

‘The questions game’ კარგი არჩევანია ბავშვებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული ცოდნა ინგლისურში. აირჩიეთ სცენარი და დაიწყეთ თამაში, შეასრულეთ თითო ხაზი ერთმანეთის მიყოლებით. გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი ხაზი უნდა იყოს კითხვა, რომელსაც თქვენ უპასუხებთ სხვა კითხვით.

Მაგალითად:

‘Can I come in?’
‘Are your shoes clean?’
‘Why wouldn’t they be?’… ნახეთ რამდენი ხაზის მიღება შეგიძლიათ!

Mime activities

თუ თქვენს შვილს ახალი დაწყებული აქვს ინგლისურის სწავლა, mime შესანიშნავი საშუალებაა, გააცნოთ რამდენიმე ახალი სიტყვა რიგრიგობით. ისინი მალე გაიმდიდრებენ თავიანთ ლექსიკას. თამამად გამოიყენეთ ეს აქტივობები უფრო მეტი ცოდნის მქონე მოსწავლეებთან — mime ეს დაეხმარება მათ, დააშენონ ცოდნა უკვე ნასწავლ მასალაზე.

  • Sign language poetry
    არ არის საჭირო, თქვენმა შვილებმა იცოდნენ ჟესტების ენა იმისათვის, რომ ეს ლამაზი, ექსპრესიული ლექსები დააფასონ. თქვენ მხოლოდ გევალებთ ასწავლოთ რამდენიმე ნიშანი და თქვათ რამდენიმე სიტყვა აქტივობის შესრულებისას. ნახეთ გაერთიანებული სამეფოს პირველი sign language poetry slam 2017 წლიდან, რომ იპოვოთ მაგალითები საცდელად.
  • The adverb game 
    ამ თამაშში ერთი მოთამაშე ფარულად ირჩევს ზმნიზედას (სწრაფად, მოუხერხებლად, ბედნიერად და ა.შ.). სხვა მოთამაშეებს შეუძლიათ სთხოვონ მათ შეასრულონ ნებისმიერი მოქმედება (გასეირნება, ცეკვა, კვერცხის შეწვა, მაგალითად) საიდუმლო ზმნიზედის წესით, სანამ არ გამოიცნობენ სწორად.
  • Where are we? 
    მოიფიქრეთ თქვენი შვილისთვის ნაცნობი ადგილი და სად  დადიხართ ერთად. მიმიკით აღწერეთ ეს ადგილი თქვენს შვილთან ერთად და მათ უნდა გამოიცნონ სად ხართ (მაგ. აუზი ან სუპერმარკეტი). ამის შემდეგ შეგიძლიათ როლების შეცვლა.
  • What is it? 
    ეს აქტივობა უფრო დრამატულია, თუ გაქვთ ცარიელი ჩანთა, როგორც ბუტაფორია. ამოიღეთ ჩანთიდან წარმოსახვითი ობიექტი (მაგალითად, ლეკვი, ფანქარი ან მაჯის საათი) და შეასრულეთ მათთან მოპყრობის/გამოყენების იმიტირება. შემდეგ თქვენმა შვილმა უნდა გამოიცნოს რა გაქვთ.

შეჯამება

თქვენ არ გჭირდებათ იყოთ დრამის მასწავლებელი, რომ დაეხმაროთ შვილებს ინგლისური ენის სწავლაში თეატრის საშუალებით. მშობლებს შეუძლიათ მარტივი იდეების მეშვეობით წაახალისონ ბავშვები გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია. უამრავი რესურსი არებობს ონლაინ, დაწყებული ნამდვილი წარმოდგენის დადგმით, დამთავრებული პერსონაჟების განვითარებით. თქვენ შეგიძლიათ შთააგონოთ შვილებს მეტად გამოიყენონ ინგლისური ენა თამშისას.