By British Council in Georgia

12 მარტი 2021 10:54

"ინგლისური ენის შესწავლისას ჩემ მიერ შეძენილი ახალი უნარები შესანიშნავ უპირატესობას მომცემს შემდგომში განათლების მიღების და მომავალი კარიერის კუთხით."

ნარმინ ხალილოვა, სადახლოს საჯარო სკოლის მოსწავლეა და  ჩართულია ჩვენი საგანმანათლებლო ჰაბების აქტივობებშია ჩართულია.

ჩემმა მასწავლებელმა მირჩია მონაწილეობა მიმეღო „საგანმანათლებლო ჰაბის“ აქტივობებში, მოხარული ვარ რომ ინტერვიუს ეტაპი წარმატებით გავიარე და მოვხვდი აღნიშნულ პროგრამაში. ჩვეულებრივ, საზოგადოებრივ ცენტრში სამი გაკვეთილი გვიტარდებოდა, თუმცა კორონა ვირუსის პანდემიის გამო, გადავედით დისტანციურ ზუმ სწავლებაზე. პანდემიის პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენე და ამ პერიოდში შეძენილი უნარების საშუალებით ბევრი რამ შევცვალე.

საგანმანათლებლო ჰაბის აქტივობები დამეხმარა გავმხდარიყავი უფრო მეტად თავდაჯერებული და უფრო თამამად მესაუბრა სხვა ადამიანებთან. თავდაპირველად, ძალიან მიჭირდა ინგლისურ ენაზე საუბარი, თუმცა ამჟამად უფრო თავდაჯერებით და თავისუფლად ვსაუბრობ - ძალიან მომწონს ის, რაც ვისწავლე. ხშირად, როდესაც ვესაუბრებოდი ჩემს უცხოელ მეგობრებს, ვიყენებდი სათარჯიმნო აპლიკაციებს, თუცმა უკვე აღარ ვიყენებ. ახლადშეძენილი ინგლისური ენის უნარები იქნება ძალიან სასარგებლო ჩემი სამომავლო განათლებისა და კარიერისთვის.

ინგლიური ენის ახლადშეძენილი უნარების დემონსტრირებასთან ერთად ძალიან მომწონდა სხვა სტუდენტებთან თანამშრომლობა და მათი დახმარება. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც დამოუკიდებლად ფიქრის დაწყებაში დამეხმარა. სასაუბრო უნარების გაუმჯობესებასთან ერთად, გავაძლიერე დებატების, დისკუსიის, მოლაპარაკებებისა და ინფორმაციის მიღების უნარები. ასევე ვისწავლეთ გენდერული თანასწორობის, ონლაინ უსაფრთხოების, ჩვენი ციფრული ფეხის ანაბეჭდების, კლიმატის ცვლილების, Covid-19-სგან თავდაცვის, მშვიდობის, ტოლერანტობის, ბულინგის, კრიტიკული აზროვნების, ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა დაცვის შესახებ.

ყველაზე დიდი სირთულე, რისი გადალახვაც მომიწია, იყო ჩემი სიმორცხვე. ვიცოდი, რომ თუ სიმორცხვეს არ დავძლევდი, ვერაფერს მივაღწევდი. აღფრთოვანებული ვარ იმ ცოდნით, რაც შევიძინე და ვიცი რომ ჩემი მშობლები და ჩემი მასწავლებელიც ამაყობენ ჩემით.

პროგრამის შესახებ

საგანმანათლებლო ჰაბები ანუ გაუმჯობესებული უნარები უკეთესი საზოგადოებისთვის არის სამწლიანი პროგრამა და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

პროგრამის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში და მაშ შორის საქართცელოში ხელი შეუწყოს თანმიმდევრული, სტაბილური და წარმატებული საზოგადოებების ჩამოყალიბებას, მოქნილობისა და სხვადასხვა უნარის განვითარებით და ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფით.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ. იგი შემუშავებულია და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ, მისი პარტნიორების მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველ ქვეყანაში. პროგრამის ფარგლებში მოსწავლე გოგონებსა და ვაჟებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლონ და ჩაერთონ საგანმანათლებლო ჰაბებში.