LearnEnglish Grammar app logo

ვსწავლობთ ინგლისურ გრამატიკას

გაიუმჯობესეთ ინგლისური გრამატიკის ცოდნა ამ მოსახერხებელი და მარტივი აპლიკაციის მეშვეობით. გრამატიკის საკითხები მოცემულია სხვადასხვა დონის მიხედვით Beginner-დან Advanced-მდე.

LearnEnglish GREAT Videos logo

ვსწავლობთ ინგლისურს - ვიდეოისტორიები

ივარჯიშეთ მოსმენის უნარებზე ამ ლამაზად დასურათებული ვიდეოაპლიკაციის საშუალებით. გაეცანით დიდი ბრიტანეთის კულტურის ამსახველ, მაღალი ციფრული ხარისხის 24 ვიდეოისტორიას.

LearnEnglish Elementary app logo

ვსწავლობთ ინგლისურს: Elementary დონის პოდკასტები

მოუსმინეთ ჩვენი პოდკასტების წამყვანებს, რომლებიც მოგიყვებიან დიდ ბრიტანეთში ცხოვრების და ყოფის სტილზე და ჩვევებზე, რაც გაგიუმჯობესებთ მოსმენის უნარს და გაგიმდიდრებთ ლექსიკას. თითოეულ ეპიზოდს თან ახლავს აუდიოტექსტები და სავარჯიშოები იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად გაიგეთ მოსმენილი მასალა.

Sounds Right app logo

სწორად ჟღერს

ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ, სწრაფად და ადვილად შეისწავლოთ, თუ როგორ ჟღერს ინგლისური. შეგიძლიათ აპლიკაცია დამხმარე საშუალებადაც გამოიყენოთ, რათა მოისმინოთ და სწორად წარმოთქვათ ლექსიკონში მოცემული სიტყვები.