ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის სასურველი შედეგების მისაღწევაში - გაკვეთილების არჩევიდან თქვენზე მორგებული განრიგის შედგენამდე.
თითოეულ სტუდენტზე მორგებული სწავლება
არ იცით, საიდან დაიწყოთ? ჩვენ შეგიქმნით პერსონალურ სასწავლო პროფილს, რათა საჭიროების მიხედვით გირჩიოთ საუკეთესო სასწავლო მასალა. გაკვეთილის რეკომენდაციებიდან დაწყებული ონლაინსავარჯიშოებამდე, ყველა აქტივობა იქნება გათვალისწინებული.
ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ პირადი სასწავლო გეგმის შედგენაში და, ამრიგად, თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ, რა ისწავლოთ შემდეგ. დარეგისტრირების შემდეგ გაეცნობით 'სასწავლო პროცესის დამგეგმავ გზამკვლევს', რომელიც დაგეხმარებათ ამ პროცესის მართვაში.
თქვენთან ერთად სწავლის სამყაროში სამოგზაუროდ
დაიწყეთ ჩვენი ექსპერტების გუნდის გაცნობითი სესიით, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით რა არის MyClass. პირველი გაკვეთილის შემდეგ თქვენ მიიღებთ პირად უკუკავშირს თქვენი სასწავლო საჭიროებების შესახებ, რათა შეძლოთ, აირჩიოთ სწორედ ის გაკვეთილები, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ.
პერიოდულად მნიშვნელოვან ეტაპებზე გთავაზობთ ინდივიდუალურ საკონსულტაციო სესიებს. თქვენი მიზნების მიღწევის მიზნით ჩვენი პედაგოგები გაგიზიარებენ უკუკავშირს კონკრეტულად თქვენი პროგრესის შესახებ და დაგეხმარებიან სასწავლო გეგმის დახვეწაში.
დარჩით ჩვენთან
ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია პროგრესი თქვენი მიზნების მისაღწევად. გაკვეთილზე ჩვენი მასწავლებლები მოგცემენ კვალიფიციურ მითითებებს, ხოლო ყოველ მეათე გაკვეთილზე ისინი შეგაფასებენ.
თვალყური ადევნეთ თქვენს პროგრესს და ნახეთ თქვენი მასწავლებლის პერსონალური უკუკავშირი MyClass კურსის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში.