გიწვევთ ზრდასრულთათვის სრულიად ახალ საზაფხულო კურსზე MySummerClass! მეგობრული სასწავლო გარემო და პედაგოგი მაქსიმალურად დაგეხმარებიან კურსის განმავლობაში მაქსიმალური შედეგის მიღწევაში.
გაიუმჯობესეთ ინგლისური ენის ცოდნა ცხელი ზაფხულის განმავლობაში! ჩვენი ექსკლუზიური ონლაინ კურსები დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში!
MySummerClass ზაფხულის კურსი განკუთვნილია A2-დან B2-მდე სტუდენტებისთვის, და მეტი მოქნილობისა და მოხერხებულობისთვის ონლაინ რეჟიმში წარიმართება. იმის მიხედვით თუ რა კონკრეტული მიზნები გაქვთ, საშუალება გეძლევათ გაიუმჯობესოთ როგორც სამუშაო, ასევე სოციალური კონტექსტში კომუნიკაციისთვის აუცილებელი უნარები.
მრავალფეროვანი აქტივობები დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ენის ცოდნა და აიმაღლოთ თავდაჯერებულობა საუბრისას.
ჩვენი სამკვირიანი კურსი კვირაში ოთხი 90 წუთიანი გაკვეთილისგან შედგება. ასეთი ინტენსიურობა ხელს შეუწყობს თქვენს პროგრესს.
კურსის მონაწილეები დამატებით მიიღებენ წვდომას სხვადასხვა კლუბზე სრულიად უფასოდ. შესაბამისად, თქვენი სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და სასარგებლო გახდება! შემოუერთდით ჩვენს საზაფხულო კურსს „MySummerClass“ და მიაღწიეთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ინგლისური ენის შესწავლისას!
აღმოაჩინეთ ზაფხულის გატარების საუკეთესო გზა MySummerClass- თან ერთად. ჩვენი ექსკლუზიური ონლაინ ინგლისური ენის კურსით გთავაზობთ თანამიმდევრულ და დინამიკურ მასალას, პოზიტიურ გარემოს გამოცდილი პედაგოგისა და კურსის მონაწილეებთან ერთად.
დაიწყეთ სასწავლო კურსი ონლაინ და გაუმჯობესეთ ინგლისური ენის ცოდნა ზაფხულში. ჩვენი მოკლე საზაფხულო კურსების მანძილზე ჩვენთან ერთად გადადგმული ყოველი ნაბიჯი დაგეხმარებათ ენის გაუმჯობესებასა და დასახული მიზნების მიღწევაში.
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთი ან ორი 18 საათიანი მოდული.