მზადება IELTS-სთვის

გესაჭიროებათ IELTS კარიერული წინსვლისთვის? IELTS გამოცდისთვის მოსამზადებელი ჩვენი კურსი მოიცავს ტესტის შემადგენელი ოთხივე აკადემიური/ზოგადი მოდულის მოთხოვნებს. კურსის გავლის შედეგად შეიძენთ იმ უნარებს და ცოდნას, რაც ოპტიმალური შედეგის მისაღწევად გესაჭიროებათ. 

IELTS (ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა) გამოცდისთვის ინგლისური ენის მსოფლიო ექსპერტებთან მომზადების შედეგად თქვენ:

  • აიმაღლებთ ენის ცოდნას და განავითარებთ სწავლის უნარს, რომელიც საჭიროა მაქსიმალური შედეგის მისაღებად გამოცდაზე 
  • მიიღებთ უკუკავშირს თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ IELTS-ის  პრაქტიკული დავალებების შესრულების შედეგად
  • გაიუმჯობესებთ გრამატიკის და ლექსიკის მნიშვნელოვანი საკითხების ცოდნას, რაც აუცილებელია საგამოცდოდ  
  • საკლასო და საშინაო დავალებების შესრულების შედეგად განივითარებთ ენაზე დამოუკიდებლად მუშაობის ტექნიკას  
  • გამოცდის დღეს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს - როგორც IELTS ტესტის თანაშემქმნელები, ჩვენ ყველაზე უკეთ დაგეხმარებით, მიიღოთ მაქსიმალური შედეგი

IELTS აღიარებულია დამსაქმებლების და პროფესიული საგანმანათლებლო ინსტიტუტების უმრავლესობის მიერ გლობალური მასშტაბით.   

ინფორმაცია კურსის შესახებ

  • დონე

    Intermediate და ზემოთ

  • კურსის ფორმატი

    30 საათი. ორი ან სამი გაკვეთილი კვირაში.

    კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა - 14.

  • ადგილმდებარეობა

  • საფასური

    642 GEL

თბილისის სასწავლო ცენტრი
გაკვეთილების გრაფიკი

ასაკი დღეები ხანგრძლივობა
18 და ზემოთ  ორშაბათიდან კვირამდე

ორი, სამი ან ოთხსაათიანი გაკვეთილები

10.00-დან 21.00 საათამდე ყოველდღიურად

მეტი ინფორმაციის მისაღებად გაკვეთილების გრაფიკის  შესახებ დაგვიკავშირდით

 

გაკვეთილების ზუსტი გრაფიკი გეცნობებათ კურსზე რეგისტრაციის შემდეგ