ტარას შევჩენკოს ქუჩა N1 0177 თბილისი
Telephone number
+995 32 2250407
Telephone number
office@ge.britishcouncil.org

About

ბრიტანეთის საბჭოს მომხმარებელთა მომსახურების გუნდი ამჟამად მუშაობს დისტანციურად. ჩვენთან დასაკავშირებლად, გთავაზობთ საკონტაქტო ნომრებს: +995 322 250407

ჩვენი სასწავლო ცენტრის ფილიალი შევჩენკოს ქუჩაზე ქალაქის ცენტრში მდებარეობს. კერძოდ,  ერთ-ერთ ყველაზე ადვილად მისადგომ ადგილას.  საკლასო ოთახები აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით პროექტორებითა და ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებით, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, ფართოდ გამოიყენოს ტექნიკური რესურსი და გაკვეთილი გახადოს საინტერესო. მშობლებს კი შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ჩვენ ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ყველა შესაძლო ცვლილებას განვახორციელებთ განსაკუთრებული საჭიროებებისმქონე სტუდენტებისთვის. გთხოვთ, შეგვატყობინეთ, რა სახის დახმარება გჭირდებათდა ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები.

კონტაქტი და ადგილმდებარეობა

სასწავლო ცენტრის სამუშაო საათები 2020 წლის შემოდგომიდან

ორშაბათიდან კვირის ჩათვლით

09.30–20.00

 შენიშვნა: მეცადინეობები ჩატარდება 2020 წლის შემოდგომიდან.

 

 

შენობა

ჩვენს სასწავლო ცენტრში შევჩენკოს ქუჩაზე დაგხვდებათ: 

  • კომფორტული მისაღები 
  • თანამედროვედ აღჭურვილი ნათელი საკლასო ოთახები
  • გასართობი სივრცე ბავშვებისთვის
  • შენობის ახლოს მდებარე კაფე

ჩვენი სასწავლო ცენტრი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. შესაბამისად, გარშემო ყველაფერია, რაც გჭირდებათ. ავტობუსის გაჩერება და მეტროს სადგური, მაღაზიები და კვების ობიექტები სკოლის შენობიდან ფეხით სასიარულო მანძილზეა. 

სასწავლო ცენტრთან  დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე + 995 32 2 250407. საინფორმაციო ხაზის სამუშაო საათებია: ორშაბათი-კვირა 09:30-20:00.