მარსელის ქუჩა N 2 0153 თბილისი
Telephone number
+995 32 2250407
Telephone number
office@ge.britishcouncil.org

About

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსთან, რომელიც წარმატებული და პერსპექტიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა და  აკადემიური სრულყოფილებითა და სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნვით გამოირჩევა. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი დონის კურსები ინგლისურ ენაში. სწავლების წარმარებას კი მეგობრული და მოტივაციის ამაღლებისთვის ხელსაყრელ გარემო უზრუნველყოფს.

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაინტერესებთ ინგლისური ენის შესწავლა და ტერიტორიულად გლდანს ამჯობინებთ, მეცადინეობებს გთავაზობთ  სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის შენობაში, მისამართზე: მარსელის ქუჩა №2, თბილისი. ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მასწავლებლები მზად არიან უზრუნველყონ განსაკუთრებული სასწავლო გამოცდილება, რომელიც შესანიშნავადაა მორგებულია ბავშვების საჭიროებებს.

კონტაქტი და ადგილმდებარეობა

მეცადინეობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ჩვენს გუნდს

ინფრასტრუქტურა და გარემო

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსში, გთავაზობთ ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის მრავალფეროვან სასწავლო კურსებს და თან გლდანის ტერიტორიაზე. აქ ადვილად შეიძლება მოხვედრა როგორც მანქანით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს მდებარეობს მაღაზიებთან, კვებით ობიექტებთან და აფთიაქთან ახლოს, რაც დამატებით კომფორტს ქმნის მშობლებისა და მოსწავლეებისთვის. კომპლექსს აქვს სპეციალურად გამოყოფილი ავტოსადგომი, რაც ამარტივებს მოძრაობას მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და პერსონალისთვის.

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის ნათელი და კომფორტული საკლასო ოთახები ქმნის მეცადინეობისთვის ხელსაყრელ გარემოს. მასწავლებლები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც გაკვეთილებს საინტერესოს, სახალისოსა და ადვილად გასაგებს ხდის. მშობლებს კი შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ჩვენი ცენტრი ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს.

მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ ყველა შესაძლო ცვლილებას განვახორციელებთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის.

გთხოვთ, შეგვატყობინეთ რა სახის დახმარება გჭირდებათ და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები