ლიტერატურული თარგმანის სემინარი

პარასკევი 03 აპრილი 2015 00:00პარასკევი 15 მაისი 2015 00:00
ბრიტანეთის საბჭო საქართველოში

ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან,  ლიტერატურული თარგმანის  ბრიტანულ ცენტრთან და ნორიჩის მწერალთა ცენტრთან თანამშრომლობით ვახორციელებთ პროექტს ლიტერატურის მთარგმნელებისთვის, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით თბილისში. აღნიშნული სემინარის ფარგლებში რვა მთარგმნელი ერთად იმუშავებს მხატვრული ტექსტის თარგმანზე ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულ ენაზე. 

კონკურსის პირობები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე