©

by Mat Wright

Date
სამშაბათი 12 დეკემბერი 2017
19:0020:30
ადგილმდებარეობა
ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

2017 წლის 12 დეკემბერს ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს ვიწვევთ ,,კონკიას’’ თანამედროვე ვერსიის სანახავად, რომელიც  ბრიტანელმა რეჟისორმა ქრესიდა ბრაუნმა დადგა ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში. პიესის ეს ვერსია ასევე ბრიტანელ ხელოვანებს სელი ქოქსონს და ადამ ფექს ეკუთვნით.   ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ზღაპრის ვერსია  თანამედროვე ოჯახზე, სიყვარულზე, ახლებურად დანახულ მარადიულ  ღირებულებებზე.

სპექტაკლში მაყურებელი თავად ხდება მონაწილე კონკიას თავს დატეხილი მწუხარების,  სიძულვილის, შურისძიების, ეჭვიანობის, გარიყულობის, გადარჩენისთვის ბრძოლის, სიყვარულის და რა თქმა უნდა ჯადოსნური თავგადასავლის!  შემოთავაზებული ვერსიის ერთ-ერთი ავტორის - სელი ქოქსონის აზრით,  ეს არის „ჩვეულებრივი, უბრალო ზღაპარი, რომელიც ისეთ ფუნდამენტურ კითხვაზე ცემს პასუხს, როგორიცაა რას ნიშნავს იყო ადამიანი“. 

შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად იმოგზაურეთ ზღაპრის სამყაროში 12 დეკემბერს, 19:00 საათზე და გახდით დაუვიწყარი შოუს მონაწილე ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 

სპექტაკლი დაიდგა  ბრიტანეთის საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით აჭარის საშემსრულებლო ხელოვნების ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.