Date
პარასკევი 25 აპრილი 2014 00:00
ადგილმდებარეობა
NightOffice Club, Tbilisi

2014 წლის 25 აპრილს ჩვენი მოწვევით თბილისში ჩამოდის DJ Goldierocks,  რომელიც დაუვიწყარ საღამოს პირდება ნაით ოფისში მოსულ სტუმრებს.

შესვლა დაიწყება 23:00 საათზე.

Goldierocks, იგივე სემ ჰოლი, ცნობილი ბრიტანელი დიჯეი და რადიო-წამყვანია. მის ტვიტერ მიმდევრებს შორის არიან მადონა, ჯორჯიო არმანი, რიჩარდ ბრენსონი და ჯეიდ ჯაგერი, რომლებთანაც თავად უმუშავია. ბრიტანეთის საბჭოს რადიოგადაცემა „სელექტორი,“ რომლის დიჯეიც გოლდიროქსია, მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გადაიცემა მათ შორის საქართველოში რადიო მწვანე ტალღაზე (FM 107.4). ამ ფაქტის გამო გაზეთმა ‘The Sunday Times’-მა „სელექტორი’’ არსებულ ბრიტანულ მუსიკალურ პროგრამებს შორის საუკეთესოდ დაასახელა.

26 აპრილს დიჯეი ჩაატარებს  ვორქშოფებს ქართველი ჟურნალისტებისთვის და დიჯეებისთვის.

ღონისძიების მხარდამჭერები და პარტნიორები არიან კომპანია ომეგა თეგი და მორელის ჯელატო, ბრიტანეთის საელჩოს ყოვლისმომცველი კამპანია "The GREAT Campaign," კლუბი ნაით ოფისი და რადიო მწვანე ტალღა.