უყურე ონლაინ ინგლისური ენის სწავლების სფეროში დაჯილდოვებას

ხუთშაბათი 04 ივნისი 2015
21:1523:15
უყურე ELTons-ის დაჯილდოვების ცერემონიას

აღმოაჩინეთ ახალი და ინოვაციური მიდგომები ინგლისური ენის სწავლებაში წლევანდელ წელს

არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი, უყუროთ ELT-ის ცერემონიას ონლაინ ეთერში. კემბრიჯის უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიმდინარე ცერემონიას საერთაშორისო დაჯილდოების ერთადერთი ღონისძიებაა, რომელიც აღიარებს ინოვაციებს ინგლისური ენის სწავლების სფეროში. ELTons -ზე მისი მესვეურები აჯილდოებენ სასწავლო ორგანიზაციებს, რომლებიც ინგლისური ენის მასწავლებლებსა და მსმენელებს თავიანთი მიზნების მიღწევაში ეხმარება.      

უყურეთ ELTons-ის დაჯილდოვების ცერემონიას ონლაინ რეჟიმში

ჩაერთეთ  ონლაინ რეჟიმში  ხუთშაბათს, 21სთ.15წთ-ზე რათა შეიტყოთ ვინ გახდა ELT-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. შეგიძლიათ ასევე შეიტყოთ, თუ ვინ იყო ნომინირებული  ELTons -ის ჯილდოზე  2015 წელს და როგორ შეირჩნენ ნომინანტები.

იაქტიურეთ ტვიტერზე #ELTons2015 და მოიგეთ პრიზი

მოგვწერეთ შენიშვნები და მოსაზრებები, დაგვისვით კითხვები და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ტვიტერის საშუალებით   hashtag #ELTons2015. საუკეთესო პოსტების ავტორები დაჯილდოვდებიან ბრიტანეთის საბჭოს ინოვაციური სერიის პუბლიკაციებით:

  • ინოვაციები ინგლისური ენის მასწავლებელთა უწყვეტი განვითარების სფეროში
  • ინოვაციები სწავლებიწინა მომზადებაში ინგლისური ენის მასწავლებელთათვის
  • ინოვაციები ინგლისური ენის მასწავლებელთათვის განკუთვნილ სწავლების ტექნოლოგიებში
  • ინოვაციები მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის ინგლისური ენის სწავლების სფეროში.

მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები ენის სწავლებისა

როგორც ინგლისური ენის მსოფლიო მასშტაბის ექსპერტებისთვის, ინგლისური ენის სწავლება და მასწავლებელთა უმაღლესი კომპეტენცია ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია.  ჩვენი ტრენინგ კურსები, ექსპერტული დახმარება, სასარგებლო რჩევები, მასალები და მხარდაჭერითი კავშირები დაგეხმარებათ, გახდეთ ინგლისური ენის მაღალპროფესიული მასწავლებელი. გაიგეთ მეტი საქართველოში ჩვენი მუშაობის შესახებ.