ახალგაზრდა ქალი მუშაობს ლეპტოპზე
Date
კვირა 19 ოქტომბერი 2025
Additional information
რეგისტრაციის ბოლო ვადა

ბრიტანეთის საბჭო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვიწვევთ ინგლისური ენის მასწავლებლებს დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების (OTC) ტრენინგზე.

ინგლისურის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების 22-საათიანი სატრენინგო კურსი არის პროფესიული განვითარების ონლაინ კურსი.

2025 წლის შემოდგომის კურსის ხანგრძლივობაა 8 კვირა – 2025წ. 6 ნოემბრიდან 28 დეკემბრამდე. კურსის მონაწილეებს ახალი იდეების და მეთოდების პრაქტიკაში დანერგვასა და მათ შესახებ რეფლექსირებაში დახმარებას გაუწევენ ფასილიტატორები, ინგლისურის სწავლების ექსპერტები და კოლეგები ონლაინ საზოგადოების პლატფორმიდან.

პროგრამის კომპონენტებია:

  • სამ-საათიანი საორიენტაციო მოდული (3 საათი)
  • სამი თვით-შესწავლის მოდული (9 საათი)
  • სამი ვებინარი მოდერატორთან (3 საათი)
  • სამი ფორუმ დისკუსია (3 საათი)
  • ოთხი რეფლექსიური ჟურნალის მომზადება და ატვირთვა ელექტრონული პორტფოლიოსთვის

შერჩევის კრიტერიუმები

  • საქართველოს განათლების სისტემაში მომუშავე პედაგოგის საქართველოს მოქალაქეობა.
  • საბაზისო IT უნარები ონლაინ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად, საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის და აქტივობებში ჩართვისთვის.
  • ინგლისურის ცოდნის მინიმალური დონე-B1.

რეგისტრაცია

მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ტრენინგზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ონლაინ ფორმა 2025წ.19 ოქტომბერს 23.59სთ-მდე საქართველოს დროით:

დარეგისტრირდით ახლა

ტრეინინგში მონაწილეობა უფასოა.

გარე ბმულები