Date
ხუთშაბათი 11 ივნისი 2020
13:3014:30
ადგილმდებარეობა
Facebook LIVE session

ჩვენი ონლაინ სესია "შემოქმედებითი ნაპარწკალი: ესაუბრეთ ანტრეპრენერს" გაგაცნობთ წარმატებულ ატრეპრენერს საქართველოდან, რომელიც გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და მოგცემთ რჩევებს მეწარმეობის შესახებ, განსაკუთრებით საგამომცემლო  საქმიანობაში. ეს არის პირველი სესია, რომელიც შემოქმედებითი ნაპერწკლის ფარგლებში შეკრებს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და გააცნობს მათ საქართველოში წარმატებულ ანტრეპრენერს.

სპიკერების შესახებ:

ზაზა ფურცელაძე, მოდერატორი

ზაზა ბრიტანეთის საბჭოს გუნდს 2001 წელს შეუერთდა. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, 2011 წელს გახდა ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი, ხოლო 2018 წელს დაინიშნა ბრიტანეთის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელად.

2011 წლიდან ზაზას ხელმძღვანელობით განხორიელდა არაერთი თვისებრივად ახალი მნიშვნელოვანი პროექტი და დამყარდა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა წამყვან ქართულ და ბრიტანულ ჩართულ მხარეებს შორის. მისი დირექტორობის პერიოდში, 2015 წელს ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს გუნდმა მოიპოვა მეორე ადგილი ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსში - „სამეწარმეო საზოგადოებრივი სერვისის საუკეთესო მიმწოდებელი“. ამავე წელს ზაზა ფურცელაძე დაჯილდოვდა ბრიტანეთის საბჭოს გლობალური ლიდერის პრიზით საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების განვითარებისა და გაფართოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

გვანცა ჯობავა

განცა  საგამომცემლო საქმეს ემსახურება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. იგი ხელმძღვანელობს სამ უმთავრეს უწყებას:  არის რედაქტორი/საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი  გამომცემლობებში "ინტელექტი" და "არტანუჯი", ასევე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. გვანცა ასევე გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. მისი ორგანიზებით ტარდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ის არის გამომცემელ ქალთა საერთაშორისო ქსელის "PublisHer"  წევრი

გვანცა ჯობავა 2013 წლიდან იცავს ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის და ქართველ გამომცემელთა ინტერესებსა და უფლებებს, ცდილობს პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში წიგნის კითხვას და აწყობს მრავალფეროვან ღონისძიებებს.

მან მრავალი საერთაშორისო პროექტი განახორციელა ქართული საგამომცემლო საქმის და ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, მათ შორის საქართველოს "საპატიო სტუმრის" სტატუსით წარმოდგენა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე. ის არის ერთერთი მენეჯერი UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისის 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადების გამო დაგეგმილი ღონისძიებებისა.

გვანცა მონაწილეობდა ძალიან ბევრ წიგნის ფესტივალსა და სასტიპენდიო პროგრამაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

2017 და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მან მოაწყო ქართველ მწერალთა და გამომცემელთა მშვიდობიანი პერფომანსი ‘STOP RUSSIA’ რუსული ოკუპაციის  წინააღმდეგ. 2017 წელს საქართველოში ჩამოიყვანა ნობელის პრემიის მფლობელი სვეტლანა ალექსიევიჩი.

გვანცა არის პოეტი, თარგმნა ჯონ სტეინბეკი, ჩინუა აჩებე, სოლ ბელოუ და სხვები. მან ასევე ქართულად თარგმნა ანა პოლიტკოვსკაიას წიგნი "პუტინის რუსეთი".