ინგლისური ენის ახალი სასწავლო პლატფორმის ვორქშოფი

პარასკევი 11 მარტი 2016შაბათი 12 მარტი 2016

ბრიტანეთის საბჭო და ლატიმერის ჯგუფი (Latimer Group) ბრიტანეთიდან მასპინძლობენ ვორქშოფს, რომელიც ჩატარდება 11 და 12 მარტს თბილისში.

გვსურს მოვიწვიოთ 18-35 წლის მსურველები თბილისიდან, რათა შემოგვიერთდნენ და დაგვეხმარონ ჩვენი ინგლისური ენის სასწავლო პლატფორმის ტესტირებასა და დახვეწაში

ვეძებთ 18-35 წლის პიროვნებებს, რომლებიც:

  • სწავლობენ ინგლისურ ენას;
  • საუბრობენ ინგლისურ ენაზე და სურთ საუბრის უნარის გაუმჯობესება;
  • დაინტერესებული არიან საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურით, მუსიკით, ხელოვნებით, ფილმებით, მოდით, ენით, ლიტერატურითა და სოციალური მედიით.

პროექტში მონაწილეობის საფუძველზე მიიღებთ:

  • თქვენთვისა და თქვენი თანატოლებისთვის შექმნილი ახალი პროდუქციის მოსინჯვის საშუალებას;
  • შესაძლებლობას, რომ მიიღოთ მონაწილეობა ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის  გაუმჯობესებაში;
  • გააფართოვოთ თქვენი სოციალური ქსელი; თქვენ შეუერთდებით 90 ახალგაზრდა კრეატიულ ადამიანს მთელი რეგიონიდან;
  • ანაზღაურებას თქვენი დახარჯული დროისთვის.

დაინტერესებული ხართ მონაწილეობის მიღებითა და რეგიონალურ კრეატიულ ქსელში გაწევრიანებით, ან იცნობთ ისეთ ადამიანს, ვისაც სჭირდება, რომ მისი ხმა გაჟღერდეს და კრეატიულობა გამოვლინდეს, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ინგლისურ ენაზე.

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 9 მარტი, 18.00 სთ